მანუელ ლოკატელი:”დერბიში გამარჯვება ემოციურია”

მანუელ ლოკატელი ტურინული დერბის მთავარი გმირი გამოდგა! სწორედ მან მოუტანა იუვენტუსს მატჩის მიწურულს სამი ქულა:
“გატანილი გოლის შემდეგ ემოციებში ყოფნისას ჯორჯო კიელინის თავი მომხვდა და დარწმუნებული ვარ ხვალ სახეზე ამის ამსახველი ფაქტიც მექნება.
ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს.. განსაკუთრებული მეგობრობა გაგვაჩნია! აქ პირველივე წამიდან თბილად დამხვდნენ, რისთვისაც თითოეულის მიმართ მადლიერების გრძნობა გამაჩნია.
ეს არის რეალური ადამიანების გუნდი, რომლებიც არიან საქმის დიდი პროფესიონალები და ამავე დროს ძალზედ უშუალონი ურთიერთობაში.
დერბიში გამარჯვება ემოციურია და ამ წარმატებით დღეს აუცილებლად დავტკბები.
გამარჯვებას მნიშვნელობა არამარტო დერბის კუთხით ქონდა, არამედ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ სტარტი ისეთი არ გამოდგა როგორიც გვსურდა და აქედან გამომდინარე ყოველ მატჩს ოქროს ფასი აქვს.
მაქს ალეგრი? ბევრს ითხოვს და მეც მაქსიმალურად ვიხარჯები. გოლის ეპიზოდი? ფედერიკო კიეზას დახმარებით სივრცე გაჩნდა, რომლისკენაც დავიძარი და როგორც თავად იხილეთ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
სასუოლოსგან განსხვავებით აქ რადიკალურად სხვა ფილოსოფია სუფევს – შენ ვალდებული ხარ ყველა მატჩში წარმატებას მიაღწიო. აქ სწორედ ამისთვის ვარ და ეს ჩემი საიდუმლოა, რომელიც ოჯახისთვის კარგად არის ცნობილი.. ისინი ხომ ყველანი იუვენტუსის ქომაგები არიან.”
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
ყველას გილოცავთ დერბის მოგებას!!
რთული პერიოდი დავძლიეათ. ლოკატელი კიდე ჩემი ფავორიტია,ჯერ როდის ვამბობდი მოსაყვანიათქო. ბარელაზეც იგივეს ვიძახდი, მაგრამ ვინ მომისმინა :D. ალეგრიმ არტური თუ აათამაშა და ფორმაში შეიყვანა რავიცი.