სანაკრებო პაუზა მხარეებმა შესაძლოა ნაყოფიერად გამოიყენონ

პაულო დიბალა ტრავმის გამო ვერც არგენტინის ნაკრებს დაეხმარება მოახლოებულ შეხვედრებში, თუმცა ამ პერიოდის გამოყენება მხარეებს პროდუქტიულად შეუძლიათ.
გარკვეული მედია საშუალებების ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა შემტევის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს სწორედ მიმდინარე კვირაში გააგრძელებს..
დიბალას მოთხოვნები იგივე რჩება – სეზონში 12 მილიონის გამომუშავება.. იუვე აქამდე ჯამში 10 მილიონს თავაზობდა, მაგრამ ახალი ცნობებით შავ-თეთრებმა შეთავაზება გაზარდეს და ახალი წინადადება გულისხმობს პირდაპირ 10 მილიონს და გაუმჯობესებულ საბონუსე სისტემას.
მხარეებს შორის გარკვეული წინაღობა კვლავ რჩება, მაგრამ სანაკრებო პერიოდში მათ აქვთ დრო რათა ყველა დეტალი საბოლოოდ შეათანხმონ და კონტრაქტი გაახანგრძლივონ.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
10მილიონს პლუს გაუმჯობესებული ბონუსები ნამდვილად ავა 11 11.5 მილიონზე და არ მგონია დიბალამ რამდენიმე ათეულ ათასზე იწუწუნოს… ამიტომ ამ ამბის საერთოდ არ მეშინია.. ვიცი რო დიბალა იუვესი დარჩება!! როგორ არ უმართლებს ამ ფეხბურთელს ძალიან მწყდება გული… პიკში რო შედის ან იმტვრევა ან ენტერო ვირუსი ემართება!!!