იუვე მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს დათმობს

იუვენტუსს არ განელებია ინტერესი ლაციოს შუახაზელის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მიმართ.
თუმცა, ლაციალეს ხელმძღვანელობა ნახევარმცველს 70 მილიონს აფასებს, რის გადახდასაც ტურინელები ნამდვილად არ განიხილავენ.
სამაგიეროდ, მზადყოფნას გამოთქვამენ რომაელთა მოთხოვნები ფეხბურთელებით ჩანააცვლონ..
Sportmediaset-ს თუ დავუჯერებთ ფაბიო კერუბინი კლაუდიო ლოტიტოს და იგლი ტარეს მოხიბვლას უესტონ მაკენით და ლუკა პელეგრინით ეცდება.. ორივე მათგანის საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 45 მილიონს აღწევს.
შესაბამისად, ამ სვლით ტურინს 30 მილიონის დამატება მოუწევს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია რამდენად აწყობს რომს ეს ორი ფეხბურთელი..
სხვათაშორის თავად მაურისიო სარი არ არის ასეთ ვარიანტზე წინააღმდეგი, მითუმეტეს მარცხენა მცველი განსაკუთრებით ესიმპატიურება.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
რამდენი ხანია სავიჩის მოყვანა უნდა ალეგრის და იქნებ მოუყვანონ
კაი ვარიანტია. ლოკატელი, ეს და რაბიო-ბენტანკური-არტურიდან ნებისმიერი უკვე სოლიდური ძალაა.
მაკკენი არის გძეტა პრაიმ სტურაროს ამერიკული ვარიანტი. მე პირადად ვერ განვიხილავ იუვეს შედგენლობაში და თუ ამ ტრანსფერში ჩართავენ, მშვენიერი იქნება.
მეც ვერაფერს ვერ ვხედავ მაკენში
იდეალური ვარიანტია იუვესთვის… პელეგრინი იუვეს მომავალს არ უკავშირდება ფაქტია და ამდენ იჯარებს აქეთ იქით ჯობს ლაციოში ამოყოს თავი და იქნებ სარისთან მეტი შანსი მიეცეს:) მაკენი კი ნამდვილად დამენანება მაგრამ სავიჩის სანაცვლოდ ნამდვილად ღირს… აი რამდენს დაამატებენ ეგ მაგრა მკიდია იმიტო რო წელზე მეტია კაპიკი არ დაუხარჯავთ:) დადგა დრო სავიჩი გრანდში წავიდეს და იუვე მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება…. ლოკატელი სავიჩის ტანდემი შუაში იმენა იფრენენ…