ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოურინიო:”ორი პროფესორის წინააღმდეგ თამაში იოლი არაა”

ჟოზე მოურინიოს თქმით მისი გუნდი იუვენტუსთან შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა:

“აქედან გამარჯვებულიც წავსულვარ, როდესაც აქცენტი პრაგმატულ ფეხბურთზე გავაკეთე.. დღეს კი პირიქით, ხარისხიანი ფეხბურთი ავირჩიეთ და დავმარცხდით.. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი.

თუმცა, ბიჭების მიმართ კომპლიმენტებს არ დავიშურებ.. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, გამოვიდნენ და საუცხოოდ გაისარჯნენ.

დღეს, ნამდვილად დავიმსახურეთ უფრო მეტი.. უფრო მეტში გამარჯვებას ვგულისხმობ, მაგრამ როდესაც შენს წინააღმდეგ ასე კარგად ორგანიზებული დაცვა ასპარეზობს, თან უკანა ხაზში მყოფი ორი პროფესორით, რას ვიზამთ.. 

იმედი მაქვს გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში რა ფრაზებიც მესმოდა ტურინელებისგან, საჯაროდაც იმავეს იტყვიან.. თუ როგორ უჭირდათ და პრობლემებს განიცდიდან ჩვენთან თამაშის დროს.

11-იანი? არ მაქვს სრული ინფორმაცია და ამიტომაც კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. უმჯობესია კონცენტრირება მოახლოებულ მატჩებზე და ტურინში ჩვენი მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე მოვახდინოთ.

საამაყოა ის ფაქტი, რომ მათთვის ბევრი არაფრის საშუალება მიგვიცია.. კიეზა და კუდარადო ფაქტიურად ბოლომდე გამოვთიშეთ და კონტრშეტევებიც შევუზღუდეთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

მოდი იდი ……..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x