ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა სტუმრად ზენიტი დაამარცხა და სამი მატჩის შემდეგ ჯგუფში 100%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.

სტუმრად რუსული კლუბის წინააღმდეგ თავი დეიან კულუსევსკიმ გამოიჩინა, რომლის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა:

შესნი – 6 – მშრალი სერია გრძელდება. თავდაჯერებული და ყურადღებიანი.. ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ როდესაც მისი საქმეში ჩართვა საჭიროდ ხდებოდა, პოლონელი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე რეაგირებდა.

დე შილიო – 7 – სრული ტრანსფორმაცია. ალეგრიმ იცის თუ როგორ უნდა გამოაცოცხლოს კონკრეტული ფეხბურთელები და დე შილიო მათ რიცხვში შედის. ყველაფერთან ერთად ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა საგოლე გადაცემა.

ბონუჩი – 6.5 – მისი გამოცდილება და საშემსრულობელო ოსტატობა საკმარისია, რათა მეტოქეს მცირეოდენი შანსიც კი არ დაუტოვოს.

დე ლიხტი – 6.5 – ადასტურებს რომ ტყუილად არ ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად.

ალექს სანდრო – 5.5 – კარავაევის წინააღმდეგ პრობლემებს განიცდის.. ზენიტის ფლანგელები დაცვიდან მოქმედებდნენ და წინ წასული ბრაზილიელი ხშირად კარგავდა პოზიციას..

კუადრადო – 58′ წუთიდან – 6 – გამოდის, ფლანგს უცვლის დე შილიოს და ქმნის საჭირო სხვაობას მარჯვნივ, სადაც მეტოქეს ისედაც არაფერი გამოსდიოდა, ხოლო კოლუმბიელის გამოჩენის შემდეგ იმედი საბოლოოდ გადაეწურა.

მაკენი – 6 – თმის ვარცხნილობა და დიზაინი თითქოს პოგბას სტილშია, მაგრამ სხვა მხრივ ფრანგისგან რადიკალურად განსხვავებულია. ქმნის რამდენიმე სახიფათო მომენტს, მაგრამ რეალიზაცია უკეთესის სურვილს ტოვებს.

ლოკატელი – 6 – ალეგრიმ უკვე გადასცა ნახევარდაცვის გასაღები და მანუელი თავს ამ ზონის ლიდერად მიიჩნევს.. დაცვიდან ამოსვლისას სულ ცდილობს პარტნიორების დახმარებას.. ეძებს ბურთს და ცდილობს მანევრირების განხორციელებას. კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც და მაინც დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია.

არტური – 58 წუთიდან – 6.5 – ის არტური გაგვახსენდა, რომელიც ბარსელონაში რთულ ამოცანებს ხსნიდა.. ბურთთან ერთად ზონებს შორის ძალიან მსუბუქად და ეფექტურად გადაადგილდებოდა.. არც პარტნიორების მომარაგება ავიწყდებოდა. აშკარად ჩანს, რომ ალეგრის სქემაში ბრაზილიელს თავისი როლი და ფუნქცია ექნება..

ბენტანკური – 5.5 – სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნახევარი საათიც კი არ დაუსვენია.. იტალიიდან რუსეთში გადაფრენა იოლი არ არის, მითუმეტეს რაც მან მძიმე გრაფიკი გამოიარა სანაკრებოებიდან დაწყებული. აქედან გამომდინარე ძირითადად დაცვაზე იყო ორიენტირებილი ვიდრე რუსებთან მოედნის ცენტრში ორთაბრძოლაზე.

კიეზა – 6 – გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ძრავი მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს და საწვავის ავზი უკვე თითქმის დაცარიელდა. მიუხედავად ამისა ბრძოლაშია და ცდილობს პარტნიორებს საჭირო სივრცეც გაუნთავისუფლოს და გადაცემებითაც მოამარაგოს.

ბერნარდესკი – 5.5 – ამჯერად ალეგრის ჯოკერი ვერ ამართლებს. რუსებთან ორთაბრძოლისას ფედერიკო გადაღლილი ჩანს.. ჯერ იწყებს როგორც მეცალა, ხოლო შემდეგ როგორც მარჯვენა ფორვარდი.

კულუსევსკი – 58 წუთიდან – 7 – ახალი ისტორიის დასაწყისი. ჩემპიონატის სტარტზე ვერაფერს ვერ აჩვენებდა, ახლა კი უკვე მერამდენე მატჩია საკმაოდ ეფექტურად ერთვება და პროდუქტიულობაც მატულობს. გამარჯვების გოლიც მის ანგარიშზეა.

მორატა – 5 – პირველ ნახევარში უფრო მეტად იმედის კუთხით აკვირდებოდნენ, ვიდრე საქმიდან გამომდინარე. არ არის იდეალურ კონდიციებში, რაც მისი ტრავმიდან გამომდინარე ლოგიკურია.

ალეგრი – 6.5 – იდეა ნათელია – კარის მშრალად შენარჩუნება და კონტრშეტევაზე ეფექტურად გადასვლა. სამწუხაროდ დიბალას არ ყოფნაში არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც არგენტინელის ფუნქციას შეასრულებდა. მეორე ტაიმში ფსონს კულუსევსკიზე აკეთებს და არ ცდება.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x