ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი”

მაქს ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სამ შეხვედრაში ჯერ ერთი ბურთიც კი არ გაუშვია, თუმცა ტოსკანელი სპეციალისტი რუსებთან გამართული მატჩის შემდეგ საკუთარი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო დარჩა:

“სტატისტიკური თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად არის. მორიგი გამარჯვება, მშრალი სერია და მაქსიმალური ქულები. 

თუმცა, უშუალოდ თამაშის სურათი არ იყო ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. გაცილებით ნელ ტემპში ვმოქმედებდით.. ბევრი ასპექტია გასაუმჯობესებელი და განსაკუთრებით ბურთის ფლობა მეტოქის ნახევარზე.. გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც შესაბამის ანალიზს საჭიროებს.

ერთი პოზიტივი ის იყო, რომ მსგავსი შეცდომები დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, გვაძლევს დროს და მიმართულებას ამ ყველაფრის გასააზრებლად, რათა მილანელებთან დაპირისპირებას მეტად მომზადებულები შევხვდეთ.

ჩემი მიზანია მეტოქის ნახევარზე, განსაკუთრებით ფლანგებზე, შევქმნაც თამაში სადაც ორი ერთის წინააღმდეგ იქნება.. ზონებს შორის მყოფ ბურთზეც უკეთესი გადაწყვეტილებებია საჭირო. ეს ის ასპექტებია, რომლებზედაც უახლოეს პერიოდში ვიმუშავებთ.

მხოლოდ დიბალას შეუძლია ამ ყველაფრის შესრულება? პაულო უფრო გამოცდილია და შესაბამისად ზონებს შორის მეტად კომფორტულად და რაც მთავარია ეფექტურად გამოიყურება. თუმცა, ჩვენს შემადგენლობაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ბურთს კარგად აკონტროლებენ და აქედან გამომდინარე ძალუძთ მსგავსი ამოცანის ამოხსნა.

არ მიყვარს ფრაზა – ჩემი იუვენტუსი.. მთავარია რომ კარგი გუნდი გვყავს, ბევრი საინტერესო და მაღალი დონის წევრით. თუმცა, არც ის უნდა დავმალოთ, რომ გასაუმჯოსებელიც საკმაოდ გვაქვს. ისე კი რაღაცეები ემთხვევა – ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებას მივაღწიეთ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x