დელ პიერო:”ახლა გუნდი მეტად თავდაჯერებულია”

ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსის გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარს აკეთებს:
“რუსეთში თამაში და თან ამ პერიოდში საკმაოდ რთული მისიაა.. კლიმატი და მოედნის საფარი იდეალური არასდროს არის და ბუნებრივია გარკვეულ კლუბებს ასეთ პირობებში საჭირო შედეგის მიღება უჭირთ.
თუმცა, მაქს ალეგრის ხელმძვანელობით ბიანკონერიმ ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მიაღწია, რაც მათთვის ყველა მხრივ პოზიტიურია.. ფეხბურთელებმა კრიზისი უკან მოიტოვეს, საკუთარ ძალებში რწმენა დაიბრუნეს და მეტი თავდაჯერებულობით ირჯებიან.
ყველაფერთან ერთად, ფაქტია ჩემპიონთა ლიგაზე ტურინს სხვანაირი კონცენტრირება აქვს, რაც სასურველი შედეგის მიღწევაში ეხმარება.”