ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

მძიმე მატჩი გამოდგა სან სიროზე იუვენტუსისთვის.. შეხვედრა თავიდანვე ცუდად დაიწყო, რადგან საწყის წუთებშივე მოედნის დატოვება ტრავმის გამო ფედერიკო ბერნარდესკის მოუწია..

სანამ მაქს ალეგრი შეცვლაზე ფიქრობდა, მანამდე ვოიცეხ შესნის ბურთის ბადიდან გამოტანა მოუწია, რადგან ჩალჰანოღლუს დარტყმული ხარიხას მოხვდა და სწორედ ამის შემდგომ მიუვიდა ედინ ჯეკოს, რის შემდეგაც ბოსნიელს ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია.

მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას იუვე დაეუფლა და მოედანზე დიბალა/კიეზას შემოსვლის შემდეგ ბიანკონერის იერიშიბემა სიმწვავე შეიძინა.. მატჩის დასრულებამდე 4-5 წუთით ადრე VAR-მა ინტერის კარში 11-იანი დანიშნა, რომელიც გოლად არგენტინელმა 10-იანმა აქცია.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ:

შესნი – 6 – გაშვებულ ბურთში მისი დადანაშაულება ზედმეტია. დანარჩენ ეპიზოდებში ყურადღებით მოქმედებს.

დანილო – 5.5 – ტრადიციულზე ინერტულია და თანაგუნდელებს მანევრირების კუთხით ვერაფრით ეხმარება.

ბონუჩი – 6 – მასაც უჭირს შემტევ ასპექტში რაიმე წვლილის შეტანა.. დაცვაში ასე თუ ისე უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას.

კიელინი – 6.5 – მორიგი ბრძოლა, ამჯერად ჯეკოს წინააღმდეგ და კიდევ ერთი გამარჯვება.. ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ სამაგიეროდ გუნდისთვის სასარგებლოა.

ალექს სანდრო – 6.5 – დიდი დამსახურებაა, რომ პენალტი მოიპოვა. მეორეს მხრივ დუმფრის უფრო მეტი როლი მიუძღვის, მაგრამ ასეთ დროს მისი მონაწილეობაც არ უნდა დავივიწყოთ.

კუადრადო 5.5 – პირველ ტაიმში ასე თუ ისე ცდილობდა გუნდზე თამაშს.. აი მეორე ტაიმში უფრო მეტად ცდებოდა, ვიდრე კარგს აკეთებდა.

კიეზა – 64 წუთიდან – შესაძლოა დიდი სიმშვიდე და ეფექტურობა არ მოუტანია, მაგრამ მისი დატოვება მატჩის მიღმა დიდი დანაშაული იქნებოდა, რადგან საჭირო მუხტი მაინც შექმნა.

მაკენი – 5 – სუსტი რგოლი შუახაზში.. თითქოს მოძრაობს და სხვადასხვა ზონაში გვხდება, მაგრამ ამას შედეგი ხომ უნდა ქონდეს? რთულ სიტუაციაში უფრო მეტად აგდებდა პარტნიორებს ვიდრე ეხმარებოდა.

ლოკატელი – 5.5 – იუვენტუსის მთავარი ინტელექტუალური ძალა მოედნის ცენტრში, რომელიც ტვინით ნაკლებად მოქმედებდა.. იყო იდეები მაგრამ.. საერთო ჯამში დამარცხდა ბარელასთან ბრძოლაში.

ბერნარდესკი – შეფასების გარეშე – ტრავმის გამო მოედანს ნაადრევად ემშვიდობება.

ბენტანკური – 18 წუთიდან – სამ შუახაზელიდან საუკეთესო.. არის თუ არა ეს საკმარისი?

მორატა – 5 – რამდენიმეჯერ შემოგვთავაზა ჩქაროსნული სპრინტი.. ერთი ორ ეპიზოდში გადაცემის ეფექტურად დასრულებაც სურდა და.. ამის შემდეგ საერთოდ გაქრა.

კულუსევსკი – 5.5 – გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს პარტნიორებმა მხარი ვერ აუბეს.. ძირითადად ბრძოლაში იმყოფებოდა.. იყო იდეები, მაგრამ არ ქონდა ხელშეწყობა..

დიბალა – 64 წუთიდან – დიბალა იუვენტუსის საუკეთესო მოთამაშეა და მან ძალები რაც შეიძლება ჩქარა უნდა აღიდგინოს. არგენტინელის გამოსვლის შემდეგ იუვეს თამაში ეტაპობრივად უმჯობესდებოდა.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x