ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში სამწუხაროდ მეორე საშინაო მარცხი განიცადა. მაქს ალეგრის შეგირდებმა სასუოლოს ვერაფერი მოუხერხეს და შედეგად წაუგებელი სერია შეწყვიტეს.
ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ:
პერინი – 6 – ეფექტური თამაში ბერარდის დარტყმულზე.. გაშვებულ ბურთში მისი დადანაშაულება შეუძლებელია.. მეორე ნახევარში კი გაედო ლოპესის დარტყმას, მაგრამ ბევრს ვერაფერს შეცვლიდა.
დანილო – 6 – ტრადიციული სოლიდურობა.. დაცვაში დიდი პრობლემების გარეშე უმკლავდება მეტოქეს.. შეტევაში ნაკლებ ეფექტურია, თუმცა სასუოლო მის ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა, რის გამოც თამამად წასვლას ერიდებოდა.
ბონუჩი – 6 – 400 მატჩი სერია ა-ში.. აპლოდისმენტები დასაწყისში, თუმცა საბოლოო ჯამში საიუბილეო შეხვედრაში მარცხი განიცადა..
დე ლიხტი – 5.5 – ზურგს უკან ჩაუქროლა ფრატეზიმ და შედეგად სასუოლოს გამარჯვება მოუტანა. რამდენიმე კარგი ეპიზოდი, მაგრამ კიელინისთან შედარებით ეს სრულებით სხვა მუსიკაა..
დე შილიო – შეფასების გარეშე – მოედანს ნაადრევად ცრემლების ქვეშ ტოვებს.
ალექს სანდრო – 13 წუთიდან – 5 – პრობლემები გამოსვლისთანავე ექმნება, რომელიც ბერარდისგან მოდიოდა.
კიეზა – 5.5 – ინთება, მაგრამ თამაშის გასაკეთებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არის მომენტები, როდესაც საღამო შენი არ არის.. ასე მოხდა ფედერიკოს შემთხვევაში.
მაკენი – 6 – ბრძოლა, ტაქტიკური დავალებები და ეპიზოდურად კიეზასთან კომბინირება.. ეს იყო და ეს.
ლოკატელი – 5.5 – ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ემოციური აღელვება ნათელია.. რამდენიმე შორეული გადაცემა, რომელიც პარტნიორების მხრიდან სათანადოდ არ დაფასდა.. ყველამ კარგად იცის რომ მეტი შეუძლია.
რაბიო – 5 – ცუდი დაბრუნება.. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო სუსტად მოქმედებდა.. საბოლოო ჯამში მეორე ტაიმში სკამზე დარჩა.
კუადრადო – 6 – 46 წუთიდან – აქტიურად ერთვება და ეხმარება გუნდს ანგარიშის გათანაბრებაში.
დიბალა – 6.5 – დღევანდელ იუვეს მის გარეშე ყოფნა პრაქტიკულად არ შეუძლია. შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.. სამაგიეროდ მაკენის გაატანინა.
მორატა – 4.5 – თითქოს სასეირნოდ იყო გამოსული.. არანაირი იდეა, მცდელობა და შანსი პარტნიორებისთვის.. ესპანელი უფერულად გამოიყურებოდა და მოედანიც ზუსტად ასე დატოვა.
კაიო ჟორჟი – 6 – 63 წუთიდან – მცდელობა არაერთი ქონდა და ეფექტურიც კი.. თამაშგარეებიც არ უნდა დავივიწყოთ.. მაგრამ მას ყველაფერი აქვს უკვე ახლავე, რომ ესპანელს სასტარტოს ადგილი მოპაროს.
ალეგრი – 5 – მოგება მართებდა და დამარცხდა.. ტაქტიკის გარეშე ეს გუნდი სახეს საერთოდ კარგავს.. ძირეული პრობლემებია, რომელიც სწრაფად გადაჭრას საჭიროებს.
მაკენი – 6 – ბრძოლა, ტაქტიკური დავალებები და ეპიზოდურად კიეზასთან კომბინირება.. ეს იყო და ეს. არ ვიცი საიდან თარგმნით ამ შეფასებებს,მაგრამ როგორც მინიმუმ ღიმილს მგვრის)))))))))))))))))))