CalcioMercato:”იუვემ ყველა გარიგება ერთის სანაცვლოდ შეაჩერა”

იუვენტუსი ყველა მსხვილ სატრანსფერო მოლაპარაკებებს შეაჩერებს და ქცენტს სრულად მხოლოდ ერთ გარიგებაზე მოახდენს..
ბიანკონერის უმთავრესი მიზანი ტურინში რაც შეიძლება მალე დუსან ვლაჰოვიჩის გადაბირებაა. ტანმაღალმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ფიორეს რიგებში 11 შეხვედრაში 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჯერ კიდევ ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ ვლაჰოვიჩი არ აპირებს იებთან არსებული შეთანხმების გახანგრძლივებას. სერბს კარიერის გაგრძელება გაცილებით ამბიციურ კლუბში სურს და კულუარული ცნობებით, მისთვის იუვენტუსი ფავორიტია.
ტურინელებს დუსანის გაფორმება იაფი არ დაუჯდებათ, მაგრამ იმედი აქვთ იმავე გზით წასვლის რამაც ფედერიკო კიეზა ბიანკონერი გახადა.
სწორედ ამიტომაც აპირებს კლუბი ერთ-ერთ ძვირადღირებულ გეგმაზე უარის თქმას. საქმე მონაკოში მყოფ ორელიან ჩუამენიზე რომელსაც 40 მილიონად აფასებენ.
ასე რომ ტურინში ფსონი უკვე გააკეთეს და ის დუსან ვლავოჰიჩია, რომელიც მაქს ალეგრის მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. შესაბამისად, ალვარო მორატას გამოსყიდვაც ატლეტიკოსგან რომელიც 35 მილიონამდე ჯდება, უკვე ნაკლებად მოსალოდნელია..
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
Zaan magari bichia. Imedia zebra gaxdeba