ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ვიღაცეებს გონიათ რომ შავ-თეთრი მაისური რაიმეს გარანტია”

მაქს ალეგრი ჟურნალისტებთან დაგვიანებით მივიდა. კულუარული ცნობებით მწვრთნელს ფეხბურთელებთან საკმაოდ დაძაბული საუბარი ქონდა, რომელსაც პაველ ნედვედი და მაურისიო არივაბენე ესწრებოდნენ.

ხვალ გუნდი კონტინასაზე შეიკრიბება, სადაც მათ ანდრეა ანიელი შეხვდება. დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ფეხბურთელები ბაზაზე გამოიკეტებიან და მედიასთან არანაირი კომუნიკაცია არ შედგება.

ახლა კი თავად ალეგრის კომენტარი:

“მთავარი პრობლემა მეტოქის მიმართ უპატივცემლობაა. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თითქოს იუვენტუსის მაისური რაიმე გარანტიას იძლევა.. ეს არ არის.. აუცილებელია ბოლომდე დაიხარჯო თითოეულ ეპიზოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერონა თუ სასულო მცირეოდენ მოდუნებასაც კი არ გაცდიან. 

1 ქულა რომ გვქონდა, ისე დავიწყეთ თამაში როგორიც მსურდა – ერთ გუნდად შეკრულებმა! ახლა 15 ქულით ზუსტად იგივე საჭირო.. საკმაოდ ადრე ვიფიქრეთ, რომ ვერონაზე უკეთესები ვიყავით.. რომ მცირეოდენი ძალით შევძლებდით გამარჯვებას.. ეს დამღუპველი აღმოჩნდა.

პალტოს გახდა? ეს მოტივაციისთვის არ ხდება, უბრალოდ აუტანელია იმის ყურება თუ როგორ აგებენ ერთი მეორეს მიყოლებით შენი ფეხბურთელები საჰაერო თუ მინდორზე მიმდინარე ბრძოლას.. 

არცერთ დიდ გუნდს არ მიუღწევია წარმატება მეტოქის მიმართ უპატივცემლობით. თამაში არის ბრძოლა და ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვინც ბოლომდე იხარჯება! 

ასე რომ ახლა საუბარს აზრი არა აქვს.. უნდა შევიკრიბოთ, ყველაფერი კარგად გაავანალიზოთ და სწორი გამოსავალი ვიპოვოთ.. ბევრ რამეზე გვმართებს დაფიქრება.. სკუდეტოსთვის ბრძოლა? ეს იყო ალბათ ის მატჩი სადაც ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი უნდა გაგვეცა.. სატურნირო მდგომარეობა სავალალო გვაქვს და ამაზე პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აიღოს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Chielo 92
Chielo 92
2 years ago

Pogba da vlaxovichi warmoidginet Ra gunds vkravt.

Chielo 92
Chielo 92
2 years ago

Dalagdeba yvelaperi.alegri zalian zlieri mwvrtnelia. Faktia ro gunds naxevardacvashi magrad uchirs da kide tavdamsxmelic gvinda centrahi dusuani zaan kaia da mosaycania saswrapod

ALLENATORE
2 years ago

Alegri in action ))) vrceli komentari ar ideba ak chemi da mokled iyos )))

ჯანი
ჯანი
2 years ago

ვლახოვიჩი და ბარელა იქნებოდა იუვესთვის იდეალური

ჯანი
ჯანი
2 years ago

ფეხბურთელებშია პრობლემა , მათ მაგივრად ალეგრი ვერ მიცემს ნორმალურ პასს და მეორე სართულზე ვერ ახტება . რაც ფეხბურთელს ევალება ის უნდა გააკეთოს

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x