ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

აქციონერთა საბჭოზე ანდრეა ანიელიმ და მაურისიო არივაბენემ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ იუვენტუსი შემადგენლობის გაძლიერებას გააგრძელებს.

ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ სატრანსფერო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა იანვარში ბიანკონერის მხრიდან განხორციელდეს.

პირველ რიგში საქმე დუსან ვლაჰოვიჩს ეხება, რომლის დამატება ტურინელთათვის პრიორიტეტული ამოცანაა და მისთვის მზად არინ დეიან კულუსევსკისაც კი შეელიონ.

შვედი შემტევი ბოლო ხანებში უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს და შესაბამისად ბიანკონერის მესვეურები იმედიანად არიან განწყობილები, რომ მოახერხებენ იების დარწმუნებას ვლავოვიჩთან მიმართებაში.

დეიანის გარდა ტურინი შესაძლოა აარონ რემზიმ და უესტონ მაკენიმაც დატოვონ.. რემზისთან მიმართებაში ფანების მხრიდანაც უკმაყოფილებაა, რადგან უელსელი ნაკრებში უფრო მეტ თამაშს ატარებს ვიდრე გუნდში.. ამერიკელთან მიმართებაში საქმე ოდნავ განსხვავებულია.. მის მიმართ სხვა კლუბების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და აქედან გამომდინარე იუვე ამ ფინანსურ შესაძლებლობას დადებითად აფასებს.

აქვე ერთი სიახლე მატეის დე ლიხტთან მიმართებაში. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით ჰოლანდიელი ტურინმა ჩელსის შეთავაზა..

დამატებას რაც შეეხება – იანვარში აქსელ ვიტსელის და ჩუამენის ტრანსფერი თუ შედგა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს შუახაზელები იტალიელთა ინტერესებში დიდი ხანია შედიან.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x