იტალიელი ჟურნალისტი დუსან ვლაჰოვიჩის მომავალზე

იტალიელი ჟურნალისტი ფურიო ვალკარეჯი დუსან ვლაჰოვიჩის მომავალზე საუბრობს:
“სერბი ფორვარდი იუვენტუსს ჰაერივით ესაჭიროება და ტურინში ეს კარგად აქვთ გააზრებული.
შესაბამისად, რაც არ უნდა დაჯდეს და რა პრობლემებიც არ უნდა ქონდეს ბიანკონერის ფინანსური თვალსაზრისით, უდიდესი ალბათობით ვლაჰოვიჩი კარიერას შავ-თეთრების რიგებში გააგრძელებს.
საქმე იმაშია, რომ ჯონ ელკანს ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია, რადგან ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის ქონდათ და ექნებათ.”