ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ქულებს ბოლო 5 წუთში ნაჩვენების გამო ვკარგავთ”

გასულ მატჩებთან და საერთოდ ზოგადად მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, იტალიელებმა რუსებთან ყველა მხრივ საინტერესო მოქმედებები შემოგვთავაზეს.

გუნდი მსუბუქად, კრეატიულად და მრავალფეროვნად მოქმედებდა.. ზონებს შორის გახსნა, მოძრაობა და პრესინგი თითოეულ დაკარგულ ბურთზე.. მაღალი ტემპის დაჭერა და ძირითადი დროის მეტოქის ნახევარზე გატარება..

მაქს ალეგრი ბიჭებით კმაყოფილი დარჩა და საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

“კარგი შეხვედრა გამოდგა და ბიჭებს უკვე ვესაუბრე ერთ მთავარ მინუსზე, რომელიც ბოლო 5 წუთში დაფიქსირდა.

ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა.. სანახაობითი მხარეც მოწოდების სიმაღლეზე გვქონდა.. მაგრამ ამ დროს თითქოს ღრუბლებში ვიწყებთ ფრენას და შედეგად ქულებს ვკარგავთ. საბედნიეროდ რუსებს 4 ბურთი გავუტანეთ და ბოლო წამებზე გაშვებულმა ასეთი კატასტროფა არ შეგვიქმნა, მაგრამ სწორედ ეს არის რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ.

როდესაც მატჩის კონტროლზე მაქვს საუბარი, ზუსტად ამ სიტუაციებს ვგულისხმობ.. გაიხსენეთ რამდენი ქულა გვაქვს მსგავსი შეცდომების გამო დაშვებული? 90 წუთში დგება მომენტი, როდესაც ბურთი უბრალოდ მშვიდად უნდა აკონტროლო და არ უნდა აჩქარდე.. 

უესტონ მაკენი თავს კარგად გრძნობს, ისევე როგორც ალვარო მორატა რომლისთვისაც ეს გოლი პოზიტიური შეტყობინებაა.. პაულო დიბალას ყველაფერი აქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს, ისევე როგორც მთელი გუნდი. არგენტინელმა სეზონი თავიდანვე სწორი განწყობით დაიწყო, უბრალოდ ტრავმამ ცოტათი ხელი შეუშალა.

რატომ დავიწყე ცვლილებები ასე გვიან? ყველაფერი კარგად მიდიოდა და არ ვთვლიდი, რომ რამე უნდა შემესწორებინა.. როდესაც მესამე და მეოთხე გოლი გავიდან ამის შემდგომ გადავწყვიტე გარკვეული მოთამაშეებისთვის დასვენების საშუალება მიმეცა.

ახლა მთავარია ეს კურსი შევინარჩუნოთ და ფიორენტინასთან მატჩისთვის მოვემზადოთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x