ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი ლაციოსთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

დღეს იუვენტუსი სტუმრად სტადიო ოლიმპიკოზე რომის ლაციოს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ფედერიკო ბერნარდესკი, პაულო დიბალა და მატია დე შილიო ვერ დაეხმარებიან.

ბიანკონერის თავკაცმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

“სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. აუცილებელია შესაბამის რიტმს შეეგუო და ამასთანავე კონდიციები რაც შეიძლება მალე აღიდგინო.

მითუმეტეს ახლა ჩვენი სატურნირო მდგომარეობა მოდუნების უფლებას ოდნავადაც არ იძლევა. ეს არის ეპიზოდი, როდესაც შედეგი უნდა დავდოთ და საუბარი გვერდით გადავდოთ. რაც არ უნდა ვილაპარაკო აზრი არ ექნება.. შემიძლია დავრჩეთ და საათობით გესაუბროთ ემპოლისთან და სასუოლოსთან გამართულ დაპირისპირებებზე, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.. მარტივად მიპასუხებთ რომ დავმარცხდი და მართლებიც იქნებით.

მე მომწონს ლამაზი ფეხბურთის ყურება.. მაგრამ მწვრთნელის მისია სხვა რამეში მდგომარეობს. მან ფეხბურთელებს კომფორტული გარემო უნდა შეუქმნან რათა საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულონ.. ამასთანავე იზრუნოს ახალ იდეებზე და მათ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ინტეგრირებაზე. გამარჯვება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი და ჯამში ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მთავარი არის შედეგი და ამას ვერავინ ვერასოდეს გაექცევა.

შეხედეთ რობერტო მანჩინის.. არავის სწამდა რომ იტალია ევროზე გაიმარჯვებდა, მაგრამ მათ მთელი გზა კარგად გაიარეს და დამსახურებლად გაიმარჯვეს.. ახლა კი ერთი გამოუყენებელი 11-იანის გამო იმხელა კრიტიკაში გაატარეს თითქოს აქამდე არაფერი გაეკეთებინოს. 

ზეწოლა დიდია, რაც ბუნებრივია და აბსოლუტურად გასაგები. მედია და ინსაიდერები ყველაფერს შედეგიდან გამომდინარე აკრიტიკებენ.. ეს მათი საქმეა და ვერაფერს ვიზამთ. ამიტომაც აქვს შედეგს მნიშვნელობა. მას მოაქვს სტაბილურობა, თვითრწმენა და დადებითი გარემო.. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო.. ვალდებულები ვართ გამოვასწოროთ თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში!

ლაციო რთული მეტოქეა და ჩირო იმობილეს გარეშე მათთან ჭიდილი ვერანაირ შვებას ვერ მოგვიტანს. მათ რიგებში საკმაოდ ტექნიკური და ამავე დროს ფიზიკური ძლიერი მოთამაშეები ირიცხებიან.. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, პედრო როდრიგესი და ლუის ალბერტო მათ რიცხვში შედიან.. ასე რომ დიდი ყურადღებით გვმართებს მოქმედება..

პაულო დიბალასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რისკის ქვეშ არცერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობას არ დავაყენებ. აარონ რემზის მცირე დისკომფორტი ქონდა უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე და მომიწევს სრული სურათი გავიგო, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მაურისო სარის სიტყვები, რომ ამ გუნდის გაწვრთნა შეუძლებელია? ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა არის შესაძლებელი.. ნამდვილად არ ვიცი ვის ეხებოდა ეს, მაგრამ მან აქ ორი წლის წინ სკუდეტო მოიგო და საქმეს კარგად გაუძღვა. სხვის სიტყვებზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x