რა შემთხვევაში შეძლებს იუვე ვიტსელის გაფორმებას

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ გარკვეული სიახლეები ამა თუ იმ თემაზე ახლავე ჩნდება.
აქსელ ვიტსელი არაერთხელ იყო ტურინში გადასვლასთან ახლოს.. ერთხელ საერთოდაც ტურინში ჩაფრინდა და მოუთმენლად ელოდა კონტრაქტზე ხელს როდის მოაწერდა, მაგრამ მაშინდელმა მისმა კლუბმა ბელგიელის გეგმები თავდაყირა დააყენა.
ბორუსიასთან ვიტსელის კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდე იქნება და მის გახანგრძლივებას შუახაზელი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე აღარ აპირებს.
იუვენტუსი მაქს ალეგრის უშუალო თხოვნით საქმეში იმყოფება და თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი აქვს ტოსკანელის თავკაცობით განაგრძოს საფეხბურთო კარიერა.
თუმცა, აქ ბევრი ნიუანსია რამაც აღნიშნულ გარემოებას შესაძლოა ხელი მნიშვნელოვნად შეუშალოს. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს აქსელის ასაკი, რომელიც უკვე 30-ს გადაცდა და აქედან გამომდინარე ბიანკონერის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე ეს მათ პრიორიტეტში არ შედის.
მითუმეტეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული აარონ რემზის და დეიან კულუსევსკის მომავალი.. ორივე მათგანთან მიმართებაში მაქსის პოზიცია ნათელია – ისინი კლუბს სათანადო დახმარებას და ხარისხს ვერ აძლევენ..
შესაბამისად აქსელის ტრანსფერი გამოსარიცხი არ არის, მითუმეტეს თავისუფალი აგენტის სტატუსით, მაგრამ მთელი რიგი გარემოებებია გასათვალისწინებელი რომელმაც ბელგიელის ახალ გუნდში გადასვლას ხელი უნდა შეუწყოს.. სხვათაშორის ნიუკასლიც არის ხაზზე და სეზონში 10 მილიონსაც თავაზობს, მაგრამ ეს პროექტი ვიტსელისთვის პრიორიტეტული არ არის.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1