Gazzetta:”ითამაშებს თუ არა ლონდონში”

Gazzetta პაულო დიბალას მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ტრავმის გამო ლაციოსთან შეხვედრა გამოტოვა.
ჯერ კიდევ უცნობია წაიყვანს თუ არა მას ლონდონში მაქს ალეგრი ჩელსის წინააღმდეგ სათამაშოდ.
მწვრთნელმა უკვე ღიად დააფიქსირა ლაციოსთან შეხვედრის წინ რომ არცერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს.
აქედან გამომდინარე დიბალამ შესაძლოა მართლაც გამოტოვოს არისტოკრატებთან შეხვედრა და სათადარიგოთა სკამზეც კი არ გამოჩნდეს. მითუმეტეს შაბათს ბიანკონერი სერია ა-ში ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება და სატურნირო თვალსაზრისით ეს შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი მატჩიც კი იყოს.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1