La Stampa: ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა გუშინდელ შეხვედრაში ჯენოას 2-0 სძლია, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე ტაბლოზე ბიანკონერის სასარგებლოდ გაცილებით მეტი რიცხვი უნდა დაფიქსირებულიყო.. თუმცა, სალვატორე სირიგუ შეიძლება ითქვას მარტო ებრძოდა მთელს ტურინს.
ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:
შესნი – 6 – უსაქმოდ იდგა პირველ ტაიმში, ხოლო მეორეში გამჭოლი გადაცემა დაბლოკა და ამით შემოიფარგლა.
კუადრადო – 7 – თამაში იწყება მისი ფენომენალური გოლით, რომელიც კუთხურიდან “ჩაახვია”. მთელი მატჩის განმავლობაში სრულად აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს და მუდამ ქმნიდა წნეხს, რომელიც ჯენოასთვის გადაუჭრელ ამოცანად იქცა.
დე ლიხტი – 6.5 – დაცვაში ყველა გააქრო და აქედან გამომდინარე წინაც აქტიურად ეხმარებოდა თანაგუნდელებს, როცა ამის საჭიროება დგებოდა.
კიელინი – 6.5 – მისმა სიტყვა სალერნიტანასთან მატჩამდე, როგორც ჩანს კარგად იმუშავა და გუნდი ახლიდან დაიქოქა. უშეცდომოა და კარგად ხელმძღვანელობს სიტუაციას.
პელეგრინი – 6.5 – ნამდვილი აღმოჩენაა სეზონის მოცემულ მომენტში. ალეგრიც უფრო და უფრო ენდობა. არ უშინდება, ყოველთვის ტონუსშია და არ ჩერდება.
ალექს სანდრო – 46′ წუთიდან – 6 – ნაკლებად უტევს ვიდრე პელეგრინი, მაგრამ გასულ მატჩებთან შედარებით ოდნავ გამოცოცხოლდა და დაცვაშიც კარგი იყო.
ლოკატელი – 6.5 – კარგად ჩანს, რომ ალეგრი მას უფრო და უფრო ცენტრში აყენებს იმ პროექტში რომელიც ჩაფიქრებული აქვს. ლოკა არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ მაქსიმალურად იხარჯება ყველა სიტუაციაში.
ბენტანკური – 6 – უმჯობესდება და ეს კარგი შეტყობინებაა.
კულუსევსკი – 6.5 – აუმჯობესებს თამაშს კუადრადოსთან და დიბალასთან.. კარგად ჩანს, რომ ახლა იცის რა უნდა გააკეთოს.. ის ახალგაზრდაა და განვითარებისთვის დრო ესაჭიროება.
დიბალა – 8 – მიყავს გუნდი და მასთან ერთად მეტოქეზე სრული დომინირება ხორციელდება. შეტევის მთელს პერიმეტრზეა და ერთი წამით არ ჩერდება.. შორიდან არაერთი მცდელობის შემდეგ, იღებს საჯარიმოში ბურთს და იტანს გოლს.
ბერნარდესკი – 6.5 – რიგ შემთხვევებში ნორმაზე მეტად ნერვიულობს და ჩქარობს.. ალეგრი თხოვს უფრო მარტივი თამაშისკენ.. აკეთებს ზედიზედ მეორე საგოლე გადაცემას და ჯამში აშკარად აუმჯობესებს საკუთარ ასპარეზობას.
მორატა – 6 – ესპანელიც უკეთსობის გზას ადგას, მაგრამ მეორე ტაიმში ყვითელი ბარათის გამო მაქსთან შელაპარაკება მოუვიდა.
ალეგრი – 6 – ნაბიჯ ნაბიჯ მაგრამ იუვე მეოთხე ადგილს უახლოვდება. სალერნიტანას შემდეგ 10-დან 11 ისევ სასტარტოშია და შევას გუნდს უშანსოდ მოუგეს.