La Stampa:”ფეხბურთელების შეფასებები”

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში მალმიოსთან 1-0 იმარჯვა და ქვე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პარალელურ შეხვედრაში ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ლონდონის ჩელსიმ სტუმრად ზედნიტთან შეხვედრა 3-3 დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს შემოგთავაზებს:
პერინი – 6 – უდიდესი ნაწილი მოთელვებს აკეთებდა, რადგანაც კარგად ჩანდა მეტოქე რისი გამკეთებელიც იყო. მცირეოდენ ეპიზოდებში ერთვებოდა საქმეში.
დე ვინტერი – 6 – საკმაოდ წყნარი და აკურატული მოქმედებები ახალგაზრდა ბელგიელის მონაწილეობით, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილში შესაძლოა ალეგრისთვის კარგი გამოსავალი გახდეს.
ბონუჩი – 6 – მეტოქემ ფაქტიურად უსაქმოდ დატოვა და შედეგად ლეონარდომ მეორე ტაიმში წინ წასვლა გადაწყვიტა.
რუგანი – 6.5 – დანიელეს ოდნავ უფრო მაღალი შეფასება აქვს, რადგან პირველ ტაიმში კონკრეტულ ეპიზოდში მეტოქის წინააღმდეგ საიმედოდ იმოქმედა და კლუბს პოტენციური პრობლემები თავიდან აარიდა.
ალექს სანდრო – 6 – ტრადიციული სანდრო რომელიც სტანდარტულად არაფრით არ გამოირჩევა.
ბერნარდესკი – 6.5 – მორიგი საგოლე გადაცემა, რომელიც გამარჯვების მომტანი გახდა იუვესთვის და პირველი ადგილის მომტანი.
ბენტანკური – 6 – მშვიდი თამაში.. გადამწყვეტი არ არის და სხვაობასაც დიდად ვერ ქმნის, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას თავს ამჯერად კარგად ართმევს.
არტური – 6.5 – რეაბილიტირებას ახდენს.. ალეგრისთვის ეს საინტერესო გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს, რადგან ყავს შუახაზელი რომელიც კარგად აკონტროლებს ბურთს და საიმედოა მოედნის გარკვეულ ეტაპზე.
რაბიო – 6.5 – მისი ასპარეზობა ამ საღამოს გუნდისთვის სასიკეთო აღმოჩნდა, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში.
დიბალა – 6.5 – მისი თითოეული შეხება, მანევრირება და გადაწყვეტილება ცივ კლიმატურ პირობებში გარკვეულ სითბოს სტყორცნის ალიანც არენაზე შეკრებილ ტიფოზერიას. მოედანს 45 წუთის შემდეგ ტოვებს, რათა ვენეციასთან მატჩს სრულ კონდიციებში შეხვდეს.
მორატა – 5.5 – 46 წუთისთვის – იყო დრო როდესაც ჩემპიონთ ლიგის შეხვედრებში ბრწყინავდა, მაგრამ ახლა.. ვერ იგებს ორთაბრძოლებს, კარგავს პოზიციებს და ფაქტიურად არასდროს არის სახიფათო.
კინი – 6 – ხელი სულ მაღლა აქვს და პარტნიორებისგან გადაცემას ელოდება, მაგრამ ყოველთვის ზუსტად არ მოქმედებს.. პირიქით ბურთს ხშირად კარგავს.. თუმცა იტანს გოლს და მოაქვს პირველი ადგილი.