ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”თამაში შეტანილმა ამ ცვლილებამ გაამართლა”

მაქს ალეგრი კალიარისთან გამარჯვების შემდეგ შეხვედრის დეტალებზე საუბრობს:

“ფუნდამენტური გადაწყვეტილება? თავდაპირველად ალვარო მორატას ცენტრ ფორვარდობა დავავალე, ხოლო მოიზე კინი ფლანგზე გავამწესე..

ესპანელი მსაჯთან კამათში ჩაება, მეურვესთანაც ხშირად კინკლაობდა და მოეშვა.. შედეგად მისი ფლანგზე გადაწევა გადავწყვიტე, ხოლო კინს პირიქით ცენტრში აქტიურობა დაევალა, რასაც თავი კარგად გაართვა.. მორატამ კი თავის მხრივ სივრცე იპოვა, სიჩქარე შექმნა და დაწოლაც გაზარდა.. ასე რომ ეს სწორი იყო!

ნახევარმცველები და გოლები? მანუელ ლოკატელიმ თავი სამჯერ გამოიჩინა.. არტური ფუნქციორად სხვა ტიპის შუახაზელია და მისგან გოლებს არ უნდა ველოდოთ.. აი მაკენი და რაბიო პირიქით.. ბენტანკურსაც ზოგადად ცოტა გოლები აქვს.. ბერნარდესკიმ სწორი აგრესიით შეძლო მიზნის მიღწევა! აუცილებელია ამ კომპონენტზე მუშაობა, რადგან არა აქტიური ბურთების მიზნად ქცევა წარმატების გარანტია!

მიზანი? იმედი მაქვს იანვარ-თებერვალში მინიმუმ ასეთი განსხვავება იქნება.. ეს არ ნიშნავს რომ უფრო მეტის ამბიცია არ მაქვს.. საქმე სხვა რამეშია.. სწორედ ამ პერიოდში გვიწევს უმძიმესი კალენდრის გავლა და ყველასთან პირისპირ შეხვედრა.. ამის შემდგომ მათ უწევთ მძიმე მატჩების გავლა.. ასე რომ ახალი წლიდან კონცენტრირება წამითაც არ უნდა დავკარგოთ.

დიბალა და დე ლიხტი? კომენტარის გაკეთება გამიჭირდება ამ საკითხზე.. ჰოლანდიელი პროგრესირებს და მე რომ არაფერი ვთქვა, ეს თქვენთვისაც ნათელია. დღესაც კარგი მატჩი გამართა, ისევე როგორც ლეონარდო ბონუჩიმ! იგი ასხვისებს იუვენტუსის ფასეულობას. 

დიბალას მოუთმენლად ველოდებით, რადგან ჩვენთვის მნშივნელოვანი ფიგურაა.. ველოდებით მის გოლებს.. არგენტინელი იმ მოთამაშეთა რიცხვშია, რომლებსაც არა აქტიური ბურთებისგან გოლის მოტანა შეუძლიათ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x