ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური: მორატა და იკარდი

სატრანსფერო აურზაური: მორატა და იკარდი

ალვარო მორატა ახლოს არის ბარსელონაში გადასვლასთან, თუმცა ამ ყველაფერს მწვანე შუქი მაშინ მიეცემა, როდესაც იუვენტუსი ესპანელის სანაცვლოდ ფორვარდს იპოვის.

ასეთი ფორვარდი კი უკვე მოძიებული ყავს მაურო იკარდის სახით, რომელიც მაქს ალეგრის 2017 წლიდან მოწონს და გუნდში მოყვანას ლამობს.

ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობს არგენტინელის თაობაზე შეთანხმების მიღწევას და თავად შემტევიც ბედნიერი იქნება, თუ კარიერის გადატვირთვას იუვენტუსში მოახდენს.

მაქს ალეგრიმ ოპერაციას თანხმობით უპასუხა და მზად არის სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ესპანელს შეელიოს. მორატა თავის მხრივ ბედნიერი იქნება ბარსაში გადასვლით, მაგრამ თუ გარიგება ჩაიშლება არც ამით დარჩება უკმაყოფილო, რადგან ტურინთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს.

პსჟ-სთან ახლა გარიგების დეტალები გვარდება. საქმე ეხება არენდას – პერიოდის გასვლის შემდეგ კი იუვე ისარგებლებს გამოსყიდვის შესაძლებლობით. საუბარი მიმდინარეობს 18 თვეზე და 6 მილიონზე, რომელსაც ტურინელები იჯარის სანაცვლოდ გაიღებენ.

1 thought on “სატრანსფერო აურზაური: მორატა და იკარდი

  1. მე მჯერა იკარდის! აუ მორატა როგორ მენანება მაგრამ რაღაცნაირი ხასიათის ფეხბურთელია რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.