ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი რომასთან მოახლოებულ მატჩზე

მაქს ალეგრი რომასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც დღეს ჩვენი დროით 21:30 -ზე დაიწყება:

შემადგენლობის მხრივ გარკვეული დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ჩემს გუნდს აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. 

ჯორჯო კიელინი დაბრუნების გზას ადგას, დანილო ორშაბათს შემოგვიერთდება, კაიო ჟორჟი და ლუკა პელეგრინი იდეალურ კონდიციებში არ იმყოფებიან..

უნდა შევაფასოთ პაულო დიბალას და ფედერიკო ბერნარდესკის მდგომარეობაც.. ფედეს ბოლო ხანებში ბევრი მატჩი დაუგროვდა, მიუხედავად იმისა რომ პაუზაც გვქონდა. ალექს სანდრო გამოვაკლდა.

ხუან კუადრადო ამ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, რადგან როგორც უკვე გითხარით პელეგრინი 90 წუთისთვის მზად არ არის. არტური? მნიშვნელოვანი ფიგურაა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სრული მატჩისთვის არასათანადო კონდიციებში იმყოფებოდეს. 

რომა შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათ მოურინიო ყავთ, რომელსაც ეხერხება კრიტიკულ სიტუაციაში გუნდის სათანადოდ დაქოქვა. ასე იქნება ახლაც, როდესაც მილანთან მარცხის ნიადაგზე, რეაბილიტირების მოხდენას ეცდებიან. 

ჩემი დისკვალიფიკაცია? ასეთი რამეები ხდება და არ ღირს მეტი კომენტარის გაკეთება.

ნაპოლისთან გარკვეულწილად წარმატებაზე ვიყავით ორიენტირებულები და იმედი გვქონდა მათთან ჩამორჩენას 2 ქულამდე დავიყვანდით. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით.. ჩანაფიქრიდან გარკვეული დეტალები გამოგვდიოდა, თუმცა ყველაფერმა რომ არ იმუშავა შედეგზეც ნათლად გამოჩნდა.”

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Mad Max
Mad Max
2 years ago

ინტერს მოუგონ სუპერთასი და 4 ეულში შევიდნენ მეტი არაფერი არ მინდა ამ სეზონში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x