ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა ოლიმპიკოზე ჟოზე მოურინიოს რომასთან ნამდვილი ბრძოლა გააჩაღა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გააკეთა!

სამწუხაროა ფედერიკო კიეზას ტრავმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 8 – გმირი რომელმაც საიმედო ასპარეზობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სეივი განახორციელა და ყველაფერთან ერთად გუნდს საოცარი მუხტი გადასცა!

კუადრადო – 6.5 – ეს იყო მატჩი სადაც კოლუმბიელი ძირითადად დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. მეორე ტაიმში უმატებს და ერთადერთი დასანანი ფაქტი ისაა, რომ სუპერთასის გამოტოვება მოუწევს..

რუგანი – 5.5 – აბრაჰამზე ცდება, თუმცა შემდგომ რეაბილიტირებას ახორციელებს და არაერთ ეპიზოდში ძალზედ კარგად გამოიყურება.

დე ლიხტი – 5 – წითელ ბარათი და ხელით თამაში გასაგებია, მაგრამ სხვა ვითარებაშიც ჰოლანდიელი საწყის წუთებშივე არასათანადოდ კონცენტრირებული გამოიყურებოდა.. ზედმეტად ნერვიული ჩანდა.

დე შილიო – 7 – საჭირო დროს საჭირო ადგილას! მატიამ იუვენტუსის რიგებში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა! არც თამაში უნდა დავივიწყოთ.. იტალიელმა თავდაჯერებული მატჩი ჩაატარა.

ბენტანკური – 5 – იყო თუ არა მინდორზე ვერავინ გაარკვია.

არტური – 6 – 62 წუთიდან – ურუგვაელისგან განსხვავებით ბევრად აქტიურად ჩაერთო, ბურთსაც მშვენივრად აკონტროლებდა და თამაშის შემოტრიალებაში საკუთარი წვლილი უდაოდ შეიტანა.

ლოკატელი – 7 – თითქოს არ ჩანდა, მაგრამ საქმეს კარგად უძღვებოდა. ყველაფერთან ერთად რომასთვის გოლების გატანაც ძალიან უყვარს.

მაკენი – 5.5 – არ იყო იდეალური მატჩი.. თუმცა, ფინალისკენ მოუმატა.. კონცენტრირების კუთხით უკეთესი მატჩებიც ჩაუტარებია.

დიბალა – 6.5 – საოცარი გოლი რომელიც არაერთხელ არის სანახავი! მაშინაც კი როდესაც მისი გუნდი ორი ბურთით მარცხდებოდა, არ დანებდა და ყოველთვის ცდილობდა სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას.

კიეზა – 6 – დიბალაზე საგოლე გადაცემა და ჩვეული აქტიურობა, მაგრამ მოხდა ის რასაც არავინ ელოდა.. კიეზამ 30 წუთის შემდეგ თეთრი დროშა ააფრიალა და მოედანი პერსონალის დახმარებით დატოვა..

კულუსევსკი – 30 წუთიდან – 6.5 – იწყებს დაბნეულად, მაგრამ გოლის შემდეგ თავდაჯერებულობა მატულობს და ფიზიკური კონდიციების დახმარებით შეხვედრას დადებით ნოტაზე ასრულებს.

კინი – 4.5 – არანაირი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც რაიმე დადებითს დაგვაწერინებდა მასთან მიმართებაში.

მორატა – 7 – 62 წუთი – შემოდის სწორი შემართებით და ზედმიწევნით ასრულებს მწვრთნელის მითითებებს. ლოკატელიზე საგოლე გადაცემა ცალკე ხელოვნება იყო.

 

4.8 5 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბექა
ბექა
2 years ago

იოიოიო დვბრუნდეთ ამ საიტზე და ჩვენ მაინც დავწეროთ საახლეები კომენტარებში რა ხდება და როგორ ადმინი გაქრა ალბათ. და თუ ავამუშავეთ ადმინცი დაგვიბუნდება. იმედია

Lado
Lado
2 years ago

Rogorc ikna moshorda es bentakuri ra

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

ესეც ასე ვლაჰოვიჩი დავითრიეთ!!! რქ დროს დაგვეტრავმა კიეზა რა.

bero-juve10
bero-juve10
2 years ago

momdevno sezonidan aseti iuve minda rom sheikribos
gaushvan – sandro, arturi, remzi, kulusevski, shesni, rugani, rabio, kaio
amat + koshta, mandragora, piaca da morata
shemdeg es xalxi moiyvanon
donaruma, teo ernandesi, demirali, tchuameni, kante, vlahovichi, pogba
amat + fagioli, sule, ake

mekareebi: donaruma, perini, pinsolio

mcvelebi: kielini, bonuchi, demirali, danilo, kvadrado, pelegrini, de shilio
teo ernandesi, de ligti

naxevar mcvelebi: kieza, lokateli, makkeni, kante, fagioli, bentankuri,
bernardeski, ake, rovela, pogba

tavdamsxmelebi: dibala, vlahovichi, moize kini, sule

———————–donaruma————————-

pelegrini——-bonuchi——de ligti——-ernandesi

———–lokateli——kante—–pogba—————

———dibala——-vlahovichi——-kieza————

Juve fan
Juve fan
2 years ago

ვლაჰოვიჩს კონტრაქტი უმთავრდება 5 თვეში ფიორესთან და მასში 60 მილიონის გადახდა ან თუნდაც რაც იუვემ შესთავაზა 35 მილიონი + კულიშევსკი, ბევრი ხომ არაა?! მაქსიმუმ 20 მილიონი რა.

თუ იკარდი ვერ გადმოიყვანეს, დატოვონ მორატა. გაუშვან კინი და კულიშევსკი. კულიშევსკი ჩაანაცვლონ ვინმეთი.

ნახევარდაცვაში გაუშვან რემზი, რაბიო, ბენტაკური და არტური. მოიყვანონ პოგბა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ზაქარია და როველა ან ფაჯიოლი.

დაცვაში რომანიოლი მოიყვანონ, კიელინი ამთავრებს კარიერას ამ სეზონის ბოლოს. რუგანი მომეწონა ამ ბოლო თამაშებში. სანდრო გაუშვან და ვინმეთი ჩაანაცვლონ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

დაგვერხა კიეზამ სეზონი დაასრულა ტრავმის გამო ტფუუ

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x