ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეკარინი “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს

ჩეკარინი “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს

TuttoMercatoWeb-ის დირექტორმა, ნიკოლო ჩეკარინიმ, Radio Bianconera-ს ეთერში სტუმრობისას “იუვენტუსის” მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკა მკაცრად შეაფასა.

ჟურნალისტმა განსაკუთრებული ყურადღება კლუბის მიერ თავდამსხმელის ძიების პროცესზე გაამახვილა, რომელიც, მისი აზრით, გაურკვევლობითაა მოცული.

ჩეკარინიმ აღნიშნა, რომ ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რის გამოც ტურინელებმა ყურადღება იუსეფ ენ-ნესირიზე გადაიტანეს, თუმცა ამ უკანასკნელით “ნაპოლიც” ინტერესდება.

“თუ ნებას მომცემთ, ვიტყვი, რომ არ მესმის ბიანკონერის სატრანსფერო სტრატეგიის. თუ მატეტას დუშან ვლაჰოვიჩის მემკვიდრედ მოიაზრებ და გინდა მომავალში მასზე გააკეთო აქცენტი, მაშინ უნდა იყიდო. არ შეიძლება ასეთი ფეხბურთელი ხელიდან გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ 5-6 მილიონის დამატება გენანება,” — განაცხადა ჩეკარინიმ.

ჟურნალისტმა საუბარი განაზოგადა და “იუვენტუსის” ბოლო წლების მენეჯმენტიც გააკრიტიკა, შეადარა რა ის კლუბის ისტორიულ სტილს:

“ისტორიულად, იუვენტუსს ყოველთვის ზუსტად ჰქონდა გათვლილი თავისი ნაბიჯები ბაზარზე. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, დიდ გაურკვევლობას ვხედავ. როდესაც მიზანი ნათელია, მასზე პირდაპირ უნდა გახვიდე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.”

დასასრულს, ჩეკარინიმ “იუვენტუსის” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მდგომარეობა ერთი ფრაზით შეაჯამა:

“ბიანკონერიმ დაიწყო ნახევარმცველის ძიებით, შემდეგ გადაერთო ილდიზის დუბლიორზე, ახლა კი ფორვარდს ეძებს. ფაქტი კი ერთია: სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან სამი კვირის შემდეგ, კლუბი ისევ ერთ ადგილზეა გაჩერებული.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.