ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვემ” “ბენფიკა” დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა!

“იუვემ” “ბენფიკა” დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა!

“იუვენტუსმა” “ბენფიკა” 2-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა პორტუგალიელები მეორე ტაიმში, ტურამისა (55′) და მაკკენის (64′) გოლებით დაჯაბნა.

აღსანიშნავია ჟოზე მოურინიოს გუნდის მხრიდან პავლიდისის გაცუდებული პენალტი (81′), რომელსაც შეეძლო მატჩში ინტრიგა დაებრუნებინა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და “ბიანკონერიმ”, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეი-ოფის საგზური არითმეტიკულად გაინაღდა. ამ გამარჯვებით სპალეტიმ 12 ქულა დააგროვა და კივუს “ინტერს” გაუთანაბრდა.

გთავაზობთ ილდიზისა და მისი თანაგუნდელების შეფასებებს “ალიანც სთედიუმზე” მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ.

⚫⚪ იუვენტუსის შეფასებები:

დი გრეგორიო – 6.5 “ბიანკონერის” გამარჯვებაში ღირსეული წვლილი შეიტანა. სუდაკოვის წინააღმდეგ შესრულებული ორი არცთუ ისე მარტივი სეივით, მან საკუთარი შეფასება ნამდვილად დაიმსახურა.

ბრემერი – 7 კარგად იყენებს ფიზიკურ მონაცემებსა და გამოცდილებას. როდესაც უტევენ, “ბენფიკას” ფორვარდებს აიძულებს ტემპი დააგდონ, როგორც პოლიციელი რადარით ხელში. ოდნავ გულუბრყვილო იყო ბარეიროზე ჯარიმის ეპიზოდში.

კამბიაზო – 5.5 ნევროზული მატჩი ჩაატარა, თითქმის თინეიჯერული არეულობით, რაც მისი გამოცდილების მოთამაშეს არ შეეფერება. აკეთებდა და აფუჭებდა – შეტევით გამონათებებს დაცვაში “სიგიჟეებს” უნაცვლებდა. ერთ მომენტში, ლოკატელისთან ერთად, კინაღამ სუდაკოვს აჩუქა გოლი.

ლოკატელი – 6.5 ორთაბრძოლებში საჭირო დოზით ხისტი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ვერტიკალური პასები იდეალურად გამოსდიოდა. კამბიაზოსთან ერთად კინაღამ 0-1 “მოხარშა”, რის შემდეგაც დი გრეგორიოს მადლობა უნდა გადაუხადოს უკრაინელის დარტყმულის მოგერიებისთვის. მეორე ტაიმში მოუმატა. (შეცვალა კოპმეინერსმა 86-ე წუთზე – შეუფასებელი).

მაკკენი – 7.5 ამჯერად იძულებული იყო გვერდით ხაზთან ახლოს ემოქმედა სივრცეების ძიებაში. დავიდს პირველ ტაიმში საუკეთესო მომენტი შეუქმნა, შემდეგ კი თავად გაიტანა მისთვის დამახასიათებელი შეჭრით, როცა ტრექვარტისტას პოზიციაზე გადავიდა. გარანტიაა.

კონსეისაო (46-ე წუთიდან) – 6.5 შევიდა და “იუვემ” მარჯვენა ფრთაზე შეტევითი გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება დაიბრუნა.

ილდიზი – 6.5 დასაწყისში ერთადერთი იყო, ვინც ტრუბინის კართან საფრთხეს ქმნიდა, როგორც შორი მანძილიდან დარტყმებით, ისე ჩაწოდებებით. მეორე ტაიმში თავი გამოიჩინა თავგანწირული თამაშით ზურგით კარისკენ. (შეცვალა კოსტიჩმა 82-ე წუთზე – შეუფასებელი).

მირეტი – 5 პირველი ტაიმი სრული ქაოსის ნიშნით ჩაატარა: მოუქნელი და არაზუსტი გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით ერთი შეხებით თამაშისას. კამბიაზოს ჩაწოდებულზე თავით ბევრად უკეთ უნდა ეთამაშა, ან კარში მაინც დაერტყა.

ტურამი – 7 ნახევარდაცვის “საცობში” გატარებული 45 წუთის შემდეგ, პოგბას სტილში შექმნა გოლი: მიღება, პროგრესი, დრიბლინგი და დარტყმა კუთხეში. მისი “box to box” ვერსია სპალეტის პროექტის, ალბათ, ყველაზე მომხიბვლელი ნაწილია. თუ სტაბილურად გატანასაც დაიწყებს, “იუვეს” თვისობრივად ახალ დონეზე ასვლა შეუძლია.

კაბალი (69-ე წუთიდან) – 6.5 თამაშში დიდი მონდომებით ჩაერთო, ასწრებდა როგორც შეტევაში გაქცევას, ისე ზუსტ ჩაჭრებს.

კელი – 7 თავი გამოიჩინა ცივსისხლიანობით და შესანიშნავი დასწრებებით. უკვე იქცა დაცვის ხაზის საიმედო წევრად: ბრემერის გვერდით კვირიდან კვირამდე უმატებს.

დავიდი – 6 ოტამენდიმ და არაუხომ მატჩის დიდი ნაწილი “შეჭამეს”, ასწრებდნენ ყველაფერს, როცა “იუვე” პრესინგის დროს მასზე გრძელი პასით ცდილობდა თამაშს. პირველი ტაიმის ბოლოს ტრუბინთან პირისპირ დარჩენილმა თავით ვერ გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში, მაკკენის საგოლე პასით, თავისი შეფასება “გადაარჩინა”.

ოპენდა (69-ე წუთიდან) – 6 შევიდა ანგარიშის შესანარჩუნებლად, ზედმეტი რისკის გარეშე.

მწვრთნელი: სპალეტი – 6.5 პირველი ტაიმის (სავსებით გასაგები) სტვენის შემდეგ, გუნდს ხელი შეავლო: მაკკენი ფორვარდის უკან გადაწია და კონსეისაო ჩართო. ამ სვლამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. შესანიშნავი პასუხია “კალიარისთან” იმედგაცრუების შემდეგ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x