ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

„იუვენტუსი“ ლეგენდარულ გვარს უმიზნებს

„იუვენტუსი“ ლეგენდარულ გვარს უმიზნებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

ლუჩანო სპალეტის მთავარი მოთხოვნა შეტევითი პოტენციალის გაღრმავებაა. კენან ილდიზი გუნდის უპირობო ლიდერია, თუმცა გრძელი სეზონის განმავლობაში თურქ ვარსკვლავს ხარისხიანი დასვენება სჭირდება.

გავლენიანი იტალიური გამოცემის, Calciomercato.it-ის ინფორმაციით, „ბიანკონერიმ“ ილდიზის დუბლიორის ძიება განაახლა და მთავარი სამიზნე საკმაოდ ხმაურიანია.

მიზანშია: დანიელ მალდინი

ტურინული გრანდის რადარზე „ატალანტას“ შემტევი ნახევარმცველი, დანიელ მალდინია. 24 წლის ფეხბურთელმა ბერგამოში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მალდინის გვარი იტალიურ ფეხბურთში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს და მისი ტურინში შესაძლო გადაბარგება ნამდვილი სენსაცია იქნება. დანიელი ტექნიკურია, აქვს კარგი ხედვა და შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე, რაც სპალეტის სქემისთვის იდეალურია.

თუმცა, ტრანსფერი მარტივი არ იქნება. მალდინისთვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულნი „ნაპოლი“ და „ლაციო“, რაც ფეხბურთელის ფასს ზრდის.

კიეზას თემა დაიხურა

ამავე წყაროს ცნობით, „იუვენტუსში“ საბოლოოდ თქვეს უარი ფედერიკო კიეზას დაბრუნების იდეაზე.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ყოფილი „შვიდიანი“ შესაძლოა ილდიზის ალტერნატივად განხილულიყო, თუმცა მისი აქციები მკვეთრად დაეცა.

სპალეტი მიიჩნევს, რომ კიეზას სათამაშო სტილი მის ამჟამინდელ მოთხოვნებს არ შეესაბამება და კლუბი აქცენტს სხვა პროფილის ფეხბურთელებზე აკეთებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.