ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპალეტის „ჯოკერი“ და გადამწყვეტი შეხვედრა

სპალეტის „ჯოკერი“ და გადამწყვეტი შეხვედრა

ვესტონ მაკკენი „იუვენტუსის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. ამერიკელი ნახევარმცველი, რომელსაც ტურინში ყოფნისას სამი სხვადასხვა მწვრთნელი თითქმის ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ლუჩანო სპალეტის ხელში ახალ სიმაღლეზე ავიდა.

ტოსკანელმა სპეციალისტმა მაკკენის მთავარი პლიუსი — სივრცეების ათვისების უნარი — მაქსიმალურად გამოიყენა. ვესტონმა სტაბილურობა იპოვა არა მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებაში, არამედ გოლების გატანაშიც. მისი „მომაკვდინებელი შეჭრები“ საჯარიმოში სპალეტის ტაქტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.

პრობლემა: ვადის გასვლა

მიუხედავად ბრწყინვალე ფორმისა, დღის წესრიგში დგას მთავარი საკითხი: მაკკენის კონტრაქტი 2026 წლის ივნისში იწურება. ეს ნიშნავს, რომ კლუბმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა ფუნდამენტური მოთამაშე უფასოდ არ დაკარგოს.

შეხვედრა გაზაფხულზე

გავლენიანი გამოცემის, Calciomercato.it-ის ინფორმაციით, მხარეები სიტუაციას მშვიდად უყურებენ. კლუბის ხელმძღვანელობა და მაკკენის აგენტები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდას გაზაფხულზე, სავარაუდოდ აპრილის თვეში მიუსხდებიან.

სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, არის თუ არა თანხვედრა კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებსა და ფეხბურთელის მოთხოვნებს შორის.

ფეხბურთელის სურვილი

თავად მაკკენის პოზიცია ნათელია — მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ტურინში ბედნიერია და „შავ-თეთრი“ მაისურით თამაშის გაგრძელება სურს. ახლა მთავარია, შეძლებს თუ არა „იუვენტუსი“ მისი სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისე, რომ კლუბის ბიუჯეტი არ დაზარალდეს.

სპალეტის პოზიცია ცალსახაა: მას მაკკენი სჭირდება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x