ჯონათან დევიდი: გოლი, აპლოდისმენტები და სპალეტი
ნაპოლისთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „იუვენტუსის“ კანადელმა ფორვარდმა, ჯონათან დევიდმა Sky Sport-თან ინტერვიუში მატჩის მნიშვნელობაზე, საკუთარ გოლსა და მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის როლზე ისაუბრა.
დევიდის თქმით, სატურნირო ცხრილის ლიდერებთან დაპირისპირება რთული და ინტენსიური გამოდგა.
გოლი იდეალურ მომენტში „როგორი შეგრძნებაა გოლის გატანის შემდეგ? ეს იყო რთული თამაში, დაპირისპირება ცხრილის ზედა ნაწილის გუნდებს შორის. ვიცოდით, რომ რთული და ინტენსიური მატჩი იქნებოდა. ჩემი გოლი იდეალურ მომენტში გავიდა, რამაც თავდაჯერებულობა, ძალა და ენერგია მოგვცა. მძიმე შეხვედრა იყო, მაგრამ კარგად დავიცავით თავი და ბევრი მომენტი შევქმენით“, – განაცხადა დევიდმა.
გულშემატკივრების ოვაციები კითხვაზე, გაიგონა თუ არა ქომაგების აპლოდისმენტები მოედნის დატოვებისას, ფეხბურთელმა უპასუხა: „გულწრფელად რომ ვთქვა, იმ მომენტში ვერ გავიგე, რადგან სრულად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული, თუმცა ეს ისეთი რამაა, რასაც ნებისმიერი მოთამაშე ძალიან აფასებს და მეც ძალიან ბედნიერი ვარ ამით“.
ლუჩანო სპალეტის ეფექტი ინტერვიუს მთავარი ნაწილი მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობას დაეთმო. დევიდის თქმით, სპალეტის მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
„ვფიქრობ, მას ჩემზე დიდი გავლენა აქვს, რადგან ის არის მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებისგან მაქსიმუმს ითხოვს და ძალიან მომთხოვნია. ასევე, ვფიქრობ, რომ დროც დამეხმარა. მომიწია ადაპტაცია ახალ ქალაქთან, ახალ ფეხბურთთან და ახალ გუნდთან, რასაც, ბუნებრივია, ცოტა დრო დასჭირდა.
მწვრთნელმა გუნდში საკმაოდ მკაფიო ტაქტიკა და იდენტობა შემოიტანა, რაც ძალიან გვეხმარება. დღეების და ვარჯიშების გასვლასთან ერთად, უკეთ ვეცნობი ჩემს თანაგუნდელებს. დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. სპალეტი დიდ ნდობას მიცხადებს და მეც ვცდილობ, ეს ნდობა მოედანზე დავუბრუნო“, – აღნიშნა ჯონათან დევიდმა.