ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლოკატელი:”ჩვენი იდენტობა უკვე ყველასთვის შესამჩნევია“

ლოკატელი:”ჩვენი იდენტობა უკვე ყველასთვის შესამჩნევია“

„ნაპოლისთან“ დამაჯერებელი გამარჯვების (3-0) შემდეგ, „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ DAZN-ის ჟურნალისტებთან მატჩი შეაჯამა. იტალიელმა შუახაზელმა გუნდის პროგრესზე, ჩამოყალიბებულ იდენტობასა და გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.

ასისტი და დიდი გამარჯვება ლოკატელიმ სეზონში პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა: „ეს ჩემი პირველი ასისტია და ამას აღვნიშნავთ, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენს სახლში მათ წინააღმდეგ 3-0 მოგება მშვენიერი რამაა. ეს დავიმსახურეთ და ამიტომ, მართლაც ძალიან ბედნიერები ვართ“.

იუვენტუსის ახალი იდენტობა ჟურნალისტის კითხვაზე, იგრძნობა თუ არა გუნდში ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სულისკვეთება, ლოკატელიმ უპასუხა: „დიახ, საბოლოო ჯამში, ჩვენი იდენტობა უკვე კარგად ამოსაცნობია. ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე. ცხადია, გამარჯვებები ამ ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ჯგუფი ვართ, მაშინაც კი, როცა საქმეები კარგად არ მიდიოდა. აქ არიან კარგი ბიჭები, რომლებსაც მუშაობა სურთ. ამიტომაც ვიმსახურებთ ამ შედეგს, რადგან მუდამ ვშრომობთ. ნამდვილად სასიამოვნოა მოედნის ასე დატოვება“.

სატურნირო მნიშვნელობა „ძალიან ბედნიერები ვართ. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო როგორც სატურნირო ცხრილისთვის, ისე ჩვენი თავდაჯერებულობისა და ცნობიერების კიდევ უფრო გასამყარებლად“, – განაცხადა ლოკატელიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.