ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბეტო “იუვენტუსის” რადარზე

ბეტო “იუვენტუსის” რადარზე

იტალიური გამოცემა Gazzetta.it-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” შეტევის გაძლიერების ვარიანტებს კვლავ აქტიურად განიხილავს და სიაში “ევერტონის” თავდამსხმელი, ბეტოც გამოჩნდა.

ყოფილი “უდინეზეს” ფორვარდი ინგლისურ კლუბში სათამაშო დროს იშვიათად იღებს. სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს, თუ “ევერტონი” ზამთარში ახალ თავდამსხმელს დაიმატებს — ასეთ შემთხვევაში, თავად ბეტო მოითხოვს ტრანსფერს.

მთავარი პრობლემა — ფასი და ფორმულა მიუხედავად ინტერესისა, მოლაპარაკებებს სერიოზული დაბრკოლება აქვს. ბრიტანული კლუბი პორტუგალიელ ფორვარდში დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს.

“ბებერი ქალბატონისთვის” ეს თანხა მიუღებელია. უფრო მეტიც, ტურინული გრანდი არც იჯარას განიხილავს, თუ მას თან გამოსყიდვის ვალდებულება დაერთვება. ბიანკონერი მხოლოდ “მშრალ” იჯარაზე ან გამოსყიდვის უფლებაზე (და არა ვალდებულებაზე) იქნება თანახმა, რაზეც “ევერტონი” ჯერჯერობით უარს აცხადებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.