ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები | სპალეტის ტაქტიკური გაკვეთილი

ფეხბურთელების შეფასებები | სპალეტის ტაქტიკური გაკვეთილი

გაეცანით „იუვენტუსის“ ფეხბურთელების შეფასებებს „ნაპოლისთან“ გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ.

დი გრეგორიო — 6 ვერგარას დარტყმულზე ერთი რიგითი „სეივის“ გარდა, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონია. საშუალება მიეცა, მშვიდად ეყურებინა თანაგუნდელების მიერ მოწყობილი გოლეადისთვის.

კალულუ — 6.5 მცველის ვალდებულებებს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებლად, გამოცდილი მორბენალივით ემოძრავა. პერსონალურ მეურვეობაში, როგორც ყოველთვის, დაუნდობელი იყო.

ბრემერი — 7 ჰოილუნდის მეურვეობისას შთაგონებული იყო ტომ ჰენქსის პერსონაჟით ფილმიდან “დამიჭირე, თუ შეძლებ”. მეტოქეს ფიქრისთვის წამიც არ მისცა. ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულიც იყო, მაგალითად, საჯარიმოში ბურთის გარეშე თამაშისას, თუმცა მსაჯმა მარიანიმ დაინდო.

კელი — 6.5 ბოლო თვეების განმავლობაში, საიმედო „სტოპერის“ თვისებებს შეტევაში სიმწვავეც დაუმატა და მარცხენა ფლანგიდან ხშირად ერთვებოდა წინ. ნახევარი შეცდომაც არ დაუშვია, რის გამოც „ალიანც სთედიუმის“ აპლოდისმენტები არაერთხელ დაიმსახურა.

მაკკენი — 6.5 ამჯერად თავი უფრო დაცვითი კუთხით გამოიჩინა და მარჯვენა ფლანგზე სპინაცოლა სრულად გაანეიტრალა. მატჩის მიწურულს რამდენიმე პოზიცია გამოიცვალა, თუმცა ხარისხი არ დაუგდია. ნამდვილი მონუმენტი.

ლოკატელი — 7.5 მაკტომინეის „მიეწება“ და საჭიროების შემთხვევაში უხეშადაც აჩერებდა. შთამბეჭდავი იყო შეტევის წამოწყებისას და ბოლო 30 მეტრში. მისი ქუსლით გაკეთებული საგოლე პასი დევიდის მიმართულებით საფეხბურთო სკოლებში სასწავლო მასალად უნდა აჩვენონ. და ვიღაცას ეგონა, რომ სპალეტისთან ვერ ითამაშებდა…

ტურამი — 7.5 სპალეტიმ მისი არასტაბილურობა განკურნა და ტოტალურ ფეხბურთელად აქცია. როცა ბურთით კრებს სისწრაფეს, სხვა სიჩქარეში გადადის. ერთი-ერთზე თამაშში გადაულახავია. გარდა ამისა, სრულყოფილი დარტყმით ძელის შიდა მხარესაც გაარტყა ბურთი.

კამბიაზო — 5.5 ერთადერთი ყალბი ნოტი საღამოზე, რომელიც „ბიანკონერის“ ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ. სპალეტიმ ყველა აღადგინა, მის გარდა. თუმცა, შეცვლისას ტრიბუნების სტვენა, ალბათ, მაინც ზედმეტი იყო.

კოსტიჩი (60-ე წუთიდან) — 7 შევიდა და მარცხენა ფლანგზე თამაშის ხარისხი ასწია, თანაც თავისი სტილის ზუსტი დარტყმით გოლითაც დასაჩუქრდა.

კონსეისაო — 6 ძველი ისტორია მეორდება: ოსტატობასთან ერთად, კარის წინ მეტი „სისხლისმსმელობა“ მართებს. მერეტთან პირისპირ დარჩენილმა ასპროცენტიანი მომენტი გააფუჭა, რაც დაუშვებელია.

კაბალი (60-ე წუთიდან) — 6 მშვიდად შევიდა თამაშში და შემოიფარგლა ბურთის უახლოეს პარტნიორზე განაწილებით.

ილდიზი — 7.5 პირველ ტაიმში ნეაპოლიტანელთა დაცვა გააგიჟა და ჩიკოს 2-0-ის გახსნის შესაძლებლობა მისცა. ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, სპალეტიმ ფორვარდის უკან გადაწია, მან კი მეტოქის დაცვის შეცდომით ისარგებლა და გოლი გაიტანა.

დევიდი — 7 პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა და გაამართლა ის მეტსახელი, რითაც ტურინში ჩავიდა: გახსნა, სპინაცოლას კორპუსით მოგერიება და ნამდვილი „პუნტეროს“ (ბომბარდირის) გოლი. ამას გარდა, ჭკვიანურად ითამაშა, ზურგით კარისკენ.

მირეტი (76-ე წუთიდან) — 6.5 რამდენიმე წუთი ეყო ჟუან ჟეზუსის შეცდომის გამოსაცნობად და კენანისთვის საგოლე პასის მისაცემად.

გატი (87-ე წუთიდან) — შეუფასებელი

მწვრთნელი: სპალეტი — 8 შექმნა „ქამელეონი“ იუვენტუსი, რომელიც მატჩის განმავლობაში განლაგებას რამდენჯერმე იცვლის. შედეგი? ფეხბურთის დიდებული გაკვეთილი მათთვის, ვინც თვენახევრის წინ მის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებდა.

1 thought on “ფეხბურთელების შეფასებები | სპალეტის ტაქტიკური გაკვეთილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.