ტაკინარდი:”მან კონტრაქტი სასწრაფოდ უნდა გაახანგრძლივოს”
ტაკინარდი სპალეტის ეფექტზე საუბრობს
Pressing-ის ეთერში სტუმრად მყოფმა ალესიო ტაკინარდიმ “იუვენტუსის” მიერ “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩზე ისაუბრა და ლუჩანო სპალეტის მუშაობა შეაფასა.
“რა შეიცვალა სპალეტის მოსვლის შემდეგ? შეიცვალა მენტალიტეტი. მწვრთნელმა მათ თავში ჩაუბეჭდა, რომ ითამაშონ შემტევი, დომინანტური, ხარისხიანი და რიტმული ფეხბურთი. ჩემი აზრით, გარდატეხა „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც პირველი სერიოზული გამოცდა იყო. მან მოთამაშეებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ითამაშონ და მოიგონ მნიშვნელოვანი თამაშები.
„იუვენტუსი“ შეიცვალა, გაუმჯობესდა და გაიზარდა. მე მათ „ბენფიკას“ წინააღმდეგ ცოცხლად ვუყურე და „ნაპოლისთან“ შედარებით, გუნდი სიტყვასიტყვით შეცვლილია. ეს ყველაფერი სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც გუნდს თვითრწმენა დაუბრუნა.
დღეს ლოკატელი და ტურამი დომინანტი წყვილია. „იუვენტუსისთვის“ იღბალი იყო ისეთი მწვრთნელის მოყვანა, რომელიც სიტუაციას 360 გრადუსით ხედავს. მაშინ როცა ტუდორს ბევრი რამ აკლდა, სპალეტიმ მოახერხა მოთამაშეების გონებაში 360 გრადუსით შეღწევა. პირველი ტაიმი დომინანტური იყო.
ილდიზმა გამაოცა, მას სურს გადამწყვეტი იყოს თითოეულ მატჩში და „იუვენტუსს“ არ აქვს უფლება ის დაკარგოს. გუნდი სწორედ ამ ქარიზმატული მოთამაშის გარშემო უნდა აშენდეს. არის თუ არა სპალეტი სწორი კაცი მომავალი წლებისთვის? მან კონტრაქტი რაც შეიძლება მალე უნდა გაახანგრძლივოს. ის არ ცდება ინტერვიუებში, ის „იუვენტუსის“ სამყაროშია, თითქოს წლებია აქ იყოს. ის სუპერ მწვრთნელია,” – განაცხადა ტაკინარდიმ.