ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

ჯონ ელკანმა დაადასტურა,რომ მან მართლაც გამართა გუშინ  4 საათიანი შეხვედრა,სადაც მათ შეიმუშავეს ამბიციური გეგმა,რომლის მიხედვითაც იუვე ძველ სიმაღლეს დაუბრუნდება…

გეგმას წარადგენენ ივნისში და იგი იქნება გაწერილი 3 წელზე . ამ ზაფხულს უნდა მოვიდეს მინიმუმ ორი ტოპ-კლასის მოთამაშე . მთავარი მიზანი კი სერხიო აგერო იქნება. 22 წლის არგენტინელი,მის ასაკთან შედარებით გამოცდილია,აქვს  შესანიშნავი ტექნიკა,ხედვა და გოლის ალღო . რაც მთავარია გააჩნია ევროკავშირის პასპორტი .  ასევე სიაშია კარლოს ტევესი და ქარიმ ბენზემა . პასტორეს კი შეუძლია დაიკავოს იუვეში გამთამაშებლის ადგილი , რომელსაც მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ტურინულ გრანდში . პლატინი , ბაჯო , ზიდანი და ა.შ.  პირლოს კი შეუძლია ცენტრი დაალაგოს და ქარიზმა,კლასი და გამოცდილება შეიტანოს გუნდში , ამიტომაც იგი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სატრანსფერო პერიოდში , მითუმეტეს რომ მილანიდან წამოსვლის შემთხვევაში , რისი შანსიც მაღალია , ანდრეა იუვეში გადმოვა . იუვე ასევე განიხილავს აკუილანის საკითხს და თან აკვირდება პორტოელ ფერნანდოს,რიკარდო მონტოლივოს და ლასანა დიარას . რაც შეეხება მწვრთნელებს , დელნერის ალტერნატივაა მაძარი და ვილაშ ბოაში . იუვეს კარი ახალგაზრდა მოურინიოს შეგირდისთვის ღია იქნება (ანუ თუ მოუნდება იტალიაში წამოსვლა,იუვე შესთავაზებს კონტრაქტს ).დაცვაში ხემძღვანელობა აპირებს ბეკისა და ლიხშტაინერის ყიდვას , კარში კი ბუფონის წასვლის შემთხვევაში (რისი შანსიც ფაქტიურად არ არის ) , ფრეის მოიყვანენ.

სტატია მოამზადა : juvetifozi – მ


102 thoughts on “Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

  1. პასტორე ახალი განზომილების ფეხბურთელია.. ისევე როგორც დელ პიერო, მესი. იგივე ჯიჯი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.