ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: ” დელ ნერი დამნაშავე არაა “

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ალესანდრო მატრი კლუბის ტიფოზერიას დელ ნერის მიერ შესრულებული მუშაობის უკეთ შეფასებისკენ მოუწოდებს. “ბებერი ქალბატონის” წინახაზელი წარუმატებელ სეზონში დელ ნერის არ ადანაშაულებს: ” დელ ნერიმ იანვარში გათვლა ჩემზე გააკეთა, ჩემს შესაძლებლობებს ენდო. ამიტომაც ლუიჯის ყოველთვის დავიცავ როგორც მწვრთნელს და როგორც ადამიანს. იმაში რაც ახლა ხდება ის დამნაშავე არაა. მთელი უბედურების ერთ კაცზე გადაბრალება ყოველთვის ადვილია ხოლმე. ” -შეგახსენებთ, რომ “სერია ა” -ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში მატრიმ მეტოქის კარის აღება რვაჯერ შეძლო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
წყარო: football italia

10 thoughts on “მატრი: ” დელ ნერი დამნაშავე არაა “

  1. მატრი მაგარია ძააან ! ტიპი როგორც კი მოვიდა გოლების გატანა დაიწყო :smile:
    რაც შეეხება დელ ნერის არ ვარგა! როგორც კი სერია ა დაიწყო წელს პირველივე მატჩში ბარისთან დამარცხდნენ რომელიც ამჟამად ბოლო ადგილზე იმყოფება და უკანასკნელი დონის ფეხბურთს თამაშობენ !!!!

  2. დამნაშავეა სწორედ დელ ნერია ალე, მაგრამ ეგ ეხლა არაა მნიშვნელოვანი..განთავისუფლებულია დელ ნერი ფაქტიურად..

    შენ დარჩე ის მინდა ძალიან :*

  3. ხო კაი მატრი დელ ნერი არა მე ვარ დამნაშავე :))) ზოგადად პოლიტიკაა დამნაშავე და დელ ნერიც ამ პოლიტიკის ნაწილია შეიძლება მსხვერპლიც კი :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.