ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე : ” გამარჯვება , გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება ! ”

” ფეხბურთელებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული თუ რა ტრადიციების და ისტორიის გუნდში ასპარეზობენ . მე უნდა ვხედავ მათ პატივისცემას იუვენტუსის მიმართ . ვარ ადამიანი რომელსაც გამარჯვება უყვარს და რომელიც ამასთან ერთად ვერ ეგუება მარცხს .  წონასწორობიდან გამოვდივარ როდესაც ჩემი შეგირდის სახეზე წაგებული მატჩის შემდეგ ღიმილს ვხედავ ! არანირი კომპრომისი ! ამასთან ერთად საგულისხმოა ის ფაქტი , რომ ყველა ექს იუვენტინოს არ ეძლევა შანსი გაწვრთნას კლუბი . იმისათვის რომ ეს დაიმსახურა , მოედანზე 100 % – ით უნდა დაიხარჯო . ყველაფერს გავაკეთებ მაროტასთან , პარატიჩისთან და ანიელისთან ერთად .  დიდი მადლობა კაპელოს და ნედვედს შექებისთვის , პირადად ჩემთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს . თუ შენ იუვენტუსის ნაწილი ხარ , დამიჯერეთ არ არსებობს მოედანი სადაც თავს მარტოსულად იგრძნობ – ყველგან გამოჩნდებიან ადამიანები ,  ტრიბუნებზე ბიანკონერის დროშებით . ეს არის სიყვარული და ენით აუღწერელი დადებითი ემოცია საზღვრებს გარეშე ! სწორედ ეს არის იუვენტუსი !!! “ – განაცხადა ანტონიო კონტემ გუშინდელ გადაცემაში , რომელიც ტელეარხ Sky-ზე გავიდა .

წყარო : Football Italia

32 thoughts on “ანტონიო კონტე : ” გამარჯვება , გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება ! ”

  1. 1 Silvio Piola 1929–1954 274 537
    2 Gunnar Nordahl 1948–1958 225 291
    3 Giuseppe Meazza 1929–1947 216 367
    3 José Altafini 1958–1976 216 459
    5 Francesco Totti 1992– 207 474
    6 Roberto Baggio 1985 –2004 205 452
    7 Kurt Hamrin 1956–1971 190 400
    8 Giuseppe Signori 1991–2004 188 344
    9 Alessandro Del Piero 1993– 185 455
    10Gabriel Batistuta 1991–2003 184 318

      1. გოლები სერია ა 10 საუკეტესო ბომბარდირი, ბოლოა გოლები. კარგად დავწერე, მაგრამ რომ დავპოსტე არ შეინარჩუნა დაშორება

  2. სავარაუდო შემადგენლობა, საყურებელი ლინკები და მასეთი რაღაცეები არ წერია სადმე? მაგრა მინდა ვუყურო

      1. livetv.ge ზე ტოპ თამაშებში და სავარაუდოთ იქნება….. იუვემ მინდა რო მოიგოს, რამდენი ხანოა იუვეს თამაში არ მინახია ევროპულ გრანდთან და მომენატრა..:-|

  3. ბიჭებო იცით ვინმემ ვინ არის სერია Aს საუკეთესო ბომბარდირი ყველა დროის? თუ შეგიძლიათ პირველი ათი კაცის სია მითხარით

    1. nedvednedvednedved
      ეს სად ნახე, როდინდელია?
      ალე მეცხრეა უკვე და 5 გოლს თუ გაიტანს გაისად მეშვიდე იქნება.

    2. კი ვიცი აი სია ასე გამოიყურება
      1)სილვიო პიოლა – 274 გოლი.
      2)გუნარ ნორდალი – 225.
      3)ჯუზეპე მეაცა – 216.
      4)ჟოზე ალტაფინი – 216.
      5)ფრანჩესკო ტოტი – 207.
      6)რობერტო ბაჯო – 205.
      7)კურტ ჰამრინი – 190.
      8)ჯუზეპე სინიორი – 188.
      9)დ ე ლ პ ი ე რ ო – 185.
      10)გაბრიელ ბატისტუტა – 184.
      თუ დაგაინტერესდება ჩატარებული მატჩების რაოდენობასაც ჩამოგიწერ.

  4. საღოლ კონტე აი მოტივაციაც ამას ქვია! მომწონს მომთხოვნი მწვრთნელები, ვინც იზარმაცებს სტადიონზე იმათ ზამენა არ აცდება, ზუსტად ამას იზავს ეს კაცი! თუ გავითვალისწინებთ რომ ყველას მოსწონს კონტე ზნაჩიტ გაამართლებს :smile:

  5. აბა დელ ნერია მწვრთნელიი???!!! გამოდიოდა და ამბობდა – კიევო თუ მოგვცემს უფლებას მოსაგებად ვიბრძოლებთო

  6. ძალიან მაგარი კაცია.. 3 წელია იუვენტუსის მწვრთნელისგან ასეთი სიტყვები არ გამიგია!! ვუსურვებ ყველა ის ტიტული მოაგებინოს იუვენტუსს რაც ფეხბურთელობის დროს მოაგებინა

  7. ვა ნახეთ რა ძმაა ტო, მუხტია, ქარიზმაა და ეს გავკლდა რა. ფერარასაც არ ქონდა და საერთოდ არც რანიერის, ძაკერონის და მისნაირებს მითუმეტეს. ეს გვაკლდა რა, ფეხბურთი ფსიქოლოგიაა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.