ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “ახალი სტადიონი – ახალი მიზნები”

ეროვნული ნაკრებების მატჩები დასრულდა, ფეხბურთელები არდადეგებზე გაემგზავრნენ.შემდეგი სეზონის წინ ძალების სრულად აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი სეზონი ბიანკონერებისთვის ორი სიახლით იწყება : ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე და ახალი სტადიონი, რომელზეც ბიანკონერები საშინაო მატჩებს ჩაატარებენ.ჯორჯო კიელინი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს ეკონტაქტება : “მორიგი საფეხბურთო სეზონი დასრულდა და სამწუხაროდ, გულშემატკივრების მოლოდინები ვერ გავამართლეთ.გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვწერდი, რომ ახალი სეზონი რეაბილიტაციის წელი იქნებოდა, იანვრამდე ჩემი სიტყვების მჯეროდა, მაგრამ იანვარში თავს დამტყდარმა პრობლემებმა ევრო ტურნირებზე ოცნებები დაამსხვრია.”

კიელინი იმედგაცრუებულია, მაგრამ მომავალს იმედიანად უყურებს და ახალი სტადიონი ახალი წარმატებების დასაწყისად მიაჩნია : “გულშემატკივრების იმედგაცრუების შესახებ მესმის, თითოეული ფეხბურთელი იგივე სიტუაციაშია.ბოლო ორ წელიწადში ბევრი ტკივილი განვიცადეთ, მაგრამ ახალ სტადიონზე ჩვენ ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ.იუვენტუსი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მეგობრული და ერთიანი, მომავალ სეზონში გაცილებით მეტს უნდა მივაღწიოთ.”

წყარო : Juventus.com

16 thoughts on “კიელინი : “ახალი სტადიონი – ახალი მიზნები”

  1. არა მგონია რაგაც ბასტოსი მოვიდეს რააააა…ვინც ყავთ ის გამოისყიდონ და ისედაც კაი გუნდი იქნება და თუ ლიგაზე გავიჩითეთ იმედია მაროტა გვაგირსებს ჩემპიონებს თუარადა მაგის დედაც რა ისედაც არ მევსაებააა

  2. ბეკის მოყვანა რო უნდოდათ გადაიფიქრეს :-| მართალია აზრზე არ ვარ რა შეუძლია მაგ ფეხბურთელს მაგრამ მგონი ცუდი ვინმე არ უნდა იყოს

  3. ახალ სტადიონზე რამე ინფორმაცია ან ახალი ფოტოები არ არის? მე მჯერა რო ახალი სტადიონიდან იუვეს ახალი ერა დაიცყება!!! ფორცა იუვე!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.