ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ყველაფერი 15 დღეში გადაწყდება “

“იუვენტუსის” სატრანსფერო სამიზნე, სერხიო აგუერო ტურინში გადასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შესაძლო ტრანსფერზე ფეხბურთელის აგენტი საუბრობს და ამჯერად, საკმაოდ კონკრეტულიცაა: ” სერხიო “ჩემპიონთა ლიგაში” თამაშს ისურვებდა, მაგრამ გადაწყვეტილებას მხოლოდ აქედან გამომდინარე არ მიიღებს. მრავალ შესაძლებლობას განვიხილავთ და გადაწყვიტილებასაც მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღებთ. მისი მომავალი 15 დღეში უკვე ნათელი იქნება. მე და რებესა, სერხიოს მეორე აგენტი არგენტინაში ვართ და არავის შევხვედრივართ. არც იტალიას ვწვევივართ, ახლა აქ ვართ და აგუეროს მომავალს განვიხილავთ. ამასთან არამგონია აგუერომ გადაწყვეტილება შეცვალოს და “ატლეტიკოში” დარჩენა გადაწყვიტოს. მისი პოზიცია საკმაოდ მყარია და ესეც რომ არა, აქტიურობას არც კლუბი იჩენს. ის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. გადაწყვეტილება ჩვენ მოგვანდო, თვითონ კი “კოპა ამერიკათია” დაკავებული.. ” -აცხადებს ფეხბურთელის აგენტი, ერნან რეგუერა.

წყარო: football italia

45 thoughts on “აგენტი: ” ყველაფერი 15 დღეში გადაწყდება “

  1. რაღაც მეეჭვება ამ დღეებს რო ასახელებენ, ბასტოსზეც 2კვირაშI გადაწყდებაო, ამაზეც 15დღეშიო, სხვაგან არ გადავიდნენ :idea:

  2. რაღაც ინტუიცია მკარნახობს რომ აქ ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე!!! კუნ გელოდებით :-D

  3. აუ როსი მაგრად გაასწპრებდა იუვეს იმიტო ვბალეშიკობ რომ საუკეთესო იტალიელები ყოველთვის იუვეში თამაშობენ იმედია ჯანდონატო და ბონიპერტი მალე იუვეს ნამდვილი ლიდერები გახდებიან :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. რაღაც არა მგონია აგუეროში ამდენი ფული გაიმეტოს “კაცმა განვადებამ” (მაროტას ვგულისხმობ). იმას ოღონდ ფეხბურთელში ფული არ გადაახდევინო და ფეხბურთელს არენდით წყალტუბოს სამგურალიდანაც გადმოიყვანს :))))) არადა “ბაზარზე”, როგორც იტყვიან ექსტრა კლასის ფეხბურთელი აღარ რჩება

    1. ეფრეც არაა რაც არ აქ რა გაიმეტოს და მემგონი აგუროსთვის გაიმეტებენ ყველაზე მეტს და მერე დანარჩენ თანხას გადაანაწილებენ როგორც ეყოფათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.