ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” აგუერო? ბრონცეტის დავუჯეროთ “

ფეხბურთელების აგენტებისა და კლუბის დირექტორატის შეკრების შემდეგ ბეპე მაროტამ მცირე ხნით ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა. sky sport 24-თან საუბარში მაროტა ალბინ ეკდალის საკითხს შეეხო და მომხდარის გამო საკუთარი სიხარული გაგვიზიარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრმა აუქციონის პრინციპით გამართულ ვაჭრობაში მაროტამ მეტოქეებს 170 ათასი ევროთი აჯობა, გაიღო რა 1.3 მილიონი შვედის სანაცვლოდ: ” ვფიქრობ ჩვენი წინადადება “ბოლონიისაზე” მეტი აღმოჩნდება. მალე აუქციონის შედეგებს გავიგებთ. დილით ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება. აგუერო? ის შესანიშნავი ფეხბურთელია. გუნდს ეხლა ის ხალხი სჭირდება, რომელიც გამარჯვების წყურვილს გრძნობს, ისეთი, როგორიც ჩვენი მწვრთნელია. თუ ბრონცეტი ამბობს, რომ კუნი თითქმის უკვე ჩვენია, ისღა დაგვრჩენია ვენდოთ. ესპანელთა პრობლემებზე მასზე მეტი არავინ იცის. ” -შეგახსენებთ, რომ ერნესტო ბრონცეტი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სატრანსფერო ანალიტიკოსია.

წყარო: tuttojuve

26 thoughts on “მაროტა: ” აგუერო? ბრონცეტის დავუჯეროთ “

  1. ეს ბიჭი აუცილებლად ჩვენი უნდა გახდეს და ასევე ნანიც უნდა დავიმატოთ-მატრი, კუალიარელა და ალექსის გამოცდილება და ვერავინ გაგვაჩერებს!!

    :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

    1. უუუფფფ, გუშინ წნევა მქონდა და სასწრაფოს გამოუძახეს, აგერო იუვეში გადავიდა მეთქი :mrgreen:

      პირიქით კაი იტალიური ფეხბურთისთვის და იუვეც მევასება…

  2. თუ ეს ინტერვიუ მოგონილი არ არის და რეალურად ეს სიტყვები თქვა მაროტამ მაშინ უკვე გილოცავთ ამ დიდებულ ტრანსფერს!!! ისე რაც ხელმძღვანელობის კრება გაიმართა გუნდის მფლობელებისგან ის გავიგონე რისი გაგონებაც რამდენიმე წელია მინდა… ეგ ხალხი ანიელის ხელმძღვანელობით დიდ გუნდს გვაჩუქებს!!!

  3. აუ აგუერო იქნება ყველაზე მაგარი შენაძენი, ყოველ დღე მოუთმენლად ველოდები ხოლმე ამ ტრანსფერის სიახლეებს :forza: :forza: :forza:

  4. მწერალს რომელიც აგუეროს ოფიციალურად გაიუვენტუსელების სტატიას დადებს რამე ვუკისროთ ;)

    1. მაგას სჯობს იმას ვუკისროთ რამე, ვინც მარტინესის წასვლაზე დაწერს ოფიციალურს :D :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.