ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი:” “იუვენტუსი” უდიდესი კლუბია”

ჩილელ ფეხბურთელს, არტურ ვიდალს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ სად გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან, ლევერკუზენის”ბაიერთან” მომავალ წელს ეწურება ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდალი კლუბს დატოვებს, მისი ხილვა კი “ბაიერნს”, “ნაპოლის” და “იუვენტუსს” სურს. “ჩემს აგენტს კონტაქტი ჰქონდა რამოდენიმე კლუბის წარმომადგენელთან, მაგრამ გადაწყვეტილებას “ბაიერთან” ერთად მივიღებ. მე მხოლოდ ერთი წელი დამრჩა, მაგრამ მე ვაფასებ ამ კლუბს, რადგანაც მათ ჩემი შესაძლებლობები დაინახეს და დაიჯერეს. “ნაპოლი” რა თქმა უნდა ის ერთ-ერთი დიდი კლუბია, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. “იუვენტუსი” აგრეთვე უდიდესი კლუბია მიუხედავად იმისა, რომ ევროპის თასებზე არ გამოდის,”– განაცახადა ფეხბურთელმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

წყარო:football-italia

10 thoughts on “ვიდალი:” “იუვენტუსი” უდიდესი კლუბია”

  1. ფანტასტიური გადაწყვეტილება იქნება თუ ეს ბიჭი გადმოვა-დიდი ნიჭის პატრონია და და კარგად გაიხსნება კიდევ უფრო იუვეში-სისოკოს დატოვება კიდევ შეიძლება და მელო კი ცალსახად გასაგდებია გუნდიდან-არა გასაშვები, არამედ გასაგდები!!

  2. ჰო ისე არ არის აუცილებელი ზედმეტი ექსპერიმენტები და უკეთესია სისოკო და მელო დატოვონ/// მაგრამ ეს ვიდალი ფლანგის მოტამაშე არ არის??? თუ აპორნია ესეც?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.