ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“პარმას” ამაურის შენარჩუნების იმედი აქვს

სრულიად შესაძლებელია სეზონის დასაწყისისთვის ამაური “პარმას” დაუბრუნდეს. ბრაზილიური წარმოშობის თავდამსხმელი წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს “იუვენტუსთან” ერთად გადის. ამაურიმ გასული სეზონის ბოლო 6 თვე იჯარის წესით “პარმაში” გაატარა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა 11 მატჩში გატანილი 7 გოლით, რამაც “ჯალობლუს” სერია ა-ში დარჩენისთვის ბრძოლაში სერიოზული დახმარება გაუწია. ფეხბურთელის მომავალზე “პარმას” პრეზიდენტი, ფრანკო კოლომბა საუბრობს:“იმედი გვაქვს, რომ ამაური მომავალ სეზონს ჩვენი გუნდის რიგებში დაიწყებს. მან იცის, რომ “პარმა” ელოდება მის დაბრუნებას. ჩვენი მიზანი შემდეგ სეზონში კალჩოში ადგილის შენარჩუნებაა, რის მისაღწევადაც ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.” შეგახსენებთ, რომ ამაურის ამჟამინდელი ხელფასი ტურინულ გრანდში 4 მილიონი ევროა. თუ ფეხბურთელი მომავალ სეზონში “პარმას” მიაშურებს, მისი ხელფასი საგრძნობლად შემცირდება. ყოველ შემთხვევაში, ამაურის მიერ გუნდის დატოვება ფაქტიურად, გადაწყვეტილია.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on ““პარმას” ამაურის შენარჩუნების იმედი აქვს

  1. ამაურიმ რომ გაგვაწბილა ისე მარტინესს არ გავუწბილებივართ.. მარტინესს ეტყობოდა თავიდანვე რო ტიპი ნოლი იყო.. ამის იმედი კი მქონდა!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.