ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta : როსის ტრანსფერი იუვეში მომავალ კვირას შესდგება

La Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინის იუვენტუსმა , შესაძლოა უკვე უახლოეს ოთხშაბათს , ოფიციალურად გამოაცხადოს ჯუზეპე როსის ტრანსფერი . იტალიური გამომცემლობის მტკიცებით , გუნდები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი რჩება 5 მილიონიანი წინაღობა . საქმე იმაშია , რომ ესპანური კლუბი 30 მილიონის სანაცვლოდ შეელევა იტალიელ ფორვარდს , მაშინ როდესაც ჯუზეპე მაროტა თანახმაა 25 გადაიხადოს . თუმცა , კონსესუსის მიღწევა სწორედ მომავალ კვირაში მოხდება , როდესაც ბიანკონერის გენერალური დირექტორი ესპანეთში გაემგზავრება .  ბიანკონერი 22 მილიონს და პლიუს ბონუსების სახით 8 მილიონ ევროს გაიღებს , როსის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში .

წყარო : tuttojuve

13 thoughts on “Gazzetta : როსის ტრანსფერი იუვეში მომავალ კვირას შესდგება

  1. ერთი სული მაქვს ეს გადმოიდეს ამაზე ვოცნებობ რამდენი წელია და ვგიჯდები,თან კონტე რასაც აპირებს ზუსტად იქ ჯდება,პრესინგი სწრაფი გადამაშება ბურთების,მიდი პეპიტოოო შენ უნდა შემიცვალო ალექსა

  2. ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და თან იტალიელია. იტალიის ნაკრებს იუვენტუსის თავდასხმა ეყოლება. ძალიან მაგარია. აგუერომ წავიდეს და ფული აკეთოს მაგის სიაფანტი …….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.