ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი:”ძალიან ბედნიერი ვარ”

არტურო ვიდალს ერთი სული აქვს, როდის ჩავა ტურინში, სადაც იგი ოფიციალურად უნდა გახდეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი. ჩილელი ნახევარმცველი ლევერკუზენის “ბაიერიდან” ტურინულ გრანდში 10.5 მილიონ ევროდ გადადის. 24 წლის ნახევარმცველი “ლევერკუზენში” 2007 წელს, “კოლო-კოლოდან” ჩაირიცხა.“ენთუზიაზმით აღსავსე ვარ, რადგან ასეთ დიდ კლუბში ასპარეზობის შანსი მეძლევა. “იუვენტუსი” რეკონსტრუქციის პერიოდშია და მე მაქვს შესაძლებლობა, გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო. ბედნიერი ვარ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მოვხვდი გუნდში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემი გერმანიაში თამაშის გამოცდილება დამეხმარება ადაპტაციაში, რადგან ტაქტიკურად იტალია და გერმანია ახლოს არიან ერთმანეთთან.” – განაცხადა ვიდალმა.

წყარო: Football-Italia

18 thoughts on “ვიდალი:”ძალიან ბედნიერი ვარ”

  1. იტალიაში ჭორი გავარდა რომ იუვე ლუმეცანეს ფორვარდს კოჭოლიკო პატენცას აკვირდებაო, მაგრამ რავიციი რამდენად ღირს დადება… მე ჭორი მგონია :lool: :lool: :lool:

  2. ოო დიდო მეფეო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება : ))) არ გითამაშია ისე როგორც საჭიროა მეფეს განახებ მერე მე შენ !!! :chuvak:

  3. ოოო რააა ეს არისტოკრატები არამართლებენ ეხა გამახსენდა აკუილანის პრინცი არ ქვია?? :lool:

  4. ხო არ იცის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი რამდენია სულ მესამე ეტაპის მერე ჯგუფურზე გადიან თუ კიდე იქნება ერთი ეტაპი კიდე ? :vashaa: :vashaa: ფორცა ზესტაფონი :love: :love: :love:

  5. ხო … მაგარი ნიკი აუგდეს იტალიელმა ჟურნალისტებმა : D მეფე არტური : D მრგვალი მაგიდის რაინდებიღა გვაკლია :lool:

  6. წელს ყველა თამაშსი მინიმუმ 2 ბურთი მაინც უნდა გავიტანოთ.. რადგან წინა სეეზონებს რო ვიყურებ გული მიკვდება 38 თამაშსი 56 გატანილი და 55 გაშვებული სირცხვილია მგონი .. დაცვას მიხედეთ დაცვას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.