ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დ’ამიკო : “იაკინტა სულ მალე კონტეს განკარგულებაში იქნება”

მირკო ვუჩინიჩის გუნდში მოსვლით ტურინის “იუვენტუსის” წინახაზი მეტად კონკურენტუნარიანი გახდა.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 29 დღით ადრე, ანტონიო კონტეს განკარგულებაში 7 შემტევი მოთამაშე ირიცხება, მათგან ძირითადი შემადგენლობისთვის მხოლოდ სამი იბრძვის.

ბუნებრივია, შვიდივე წინახაზელი ტურინში ვერ დარჩება.გუნდიდან წასვლასთან ყველაზე ახლოს ამ მომენტისთვის 31 წლის ვინჩენცო იაკინტა და კარვალიო ამაური არიან.იტალო-ბრაზილიელ ფორვარდს იტალიურ “ჯენოას” და ფრანგულ “მარსელს” უკავშირებდნენ, ბოლო დღეებში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, იაკინტას მიმართ უდიდეს ინტერესს “ნაპოლი” იჩენს : “იაკინტა ? – იუვენტუსის წინახაზში 7-8 მაღალი კლასის ფორვარდი ირიცხება.მიუხედავათ იმისა, რომ პრობლემები არსებობდა, ამჟამად ვინჩენცო ოპტიმისტურადაა განწყობილი.სულ მალე ჩემი კლიენტი ტრავმას მოიშუშებს და ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.” – ციტირებს Radio Kiss Kiss ფეხბურთელის აგენტის, ანდრეა დ’ამიკოს სიტყვებს.

წყარო : Tuttojuve

11 thoughts on “დ’ამიკო : “იაკინტა სულ მალე კონტეს განკარგულებაში იქნება”

  1. მიუხედავად დიდი პატივისცემისა იაკინტა, ამაური ცალსახად გუნდიდან უნდა წავიდნენ, კასანოს როცა შევიძენთ აღარს ტონი-ბატონი არ გვჭირდება; სავსებით საკმარისია კვალი, მატრი, დელ პიერო, ვუჩინიჩი და კასანო-დანარჩენები ჰაიდაა…

  2. ჩემი აზრით პირველ წრეში ყველაზე კარგად იაკინტა და კუარიარელა უგებდნენ ეს ხახლს თელავდა და პასს აძლევდა ის ასრულებდა

  3. მართალი ხარ გოგუა ძაან მაგარია იაკინტა და მე მაგრა მევასება უდინეზესთან გოლი …. დაგავიწყდა :D ჩეზენასთან ულამაზესი გოლი

  4. ეს რატო არ მოგწონთ მე ვერ ვხვდები რააა…. რა მალე გავიწყდებათ ყველაფერი… რომასთან ულამაზესი გოლი,ასევე მან. სიტისთან, ულამაზესი საგოლე პასი კიევოსთან და 9 გატანილი გოლი ალბათ 9 თამაშში… ტრავმები აწუხებს თორე მაგარია ძაან… გაუშვებენ და მერე იტყვით იუვედან რო მიდიან მერე ათამაშდებიანო…..

  5. იცით რა პირადად მე ამაურსა და იაკუნიტას შორის თუ მიდგა მირჩევნია იაკუნიტა დარჩეს ამაური არაფრად ვარგა ამას გოლები მაინც გააქ :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.