ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელიო როსი: ” “იუვე” ყველაზე მეტად გაძლიერდა “

სიცილიური “პალერმოს” ყოფილი თავკაცი დელიო როსი ახალი სეზონის მოლოდინშია. იტალიელი სპეციალისტი სამუშაოს გარეშეა დარჩენილი, თუმცა უმუშევრობა საფეხბურთო ინტერესს არ უკარგავს და ისიც ყველაფერზე მეტად ახალი “იუვენტუსის” ხილვას ელის: ” ზაფხულის პერიოდში “იუვენტუსი” ყველა დანარჩენ გუნდზე მეტად გაძლიერდა. რაც შეეხება კონტეს ტაქტიკას, 4-2-4 -ის რეალურობას მაშინაც არ დავირეჯებ, თუ საკუთარი თვალით ვიხილავ მოედანზე. ვფიქრობ, ეს უბრალოდ შემტევი 4-4-2 -ია. ვუჩინიჩი? ის იმ ტიპის თავდამსხმელი არაა, როგორიც, ვთქვათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ან გაბრიელ ბატისტუტა. მაგრამ ჩერნოგორიელი თუ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე იქნება, გუნდი კი მხარს დაუჭერს, სეზონში 20 გოლსაც ადვილად შეაგდებს. დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდები არტურო ვიდალის ხილვას. ნახევარმცველი საინტერესო თვისებებით არის დაჯილდოებული და ამასთან, რამდენიმე პოზიციაზე თამაში ძალუძს. ” -ციტირებს დელიო როსის სიტყვებს იტალიური tuttosport.

წყარო: football italia

11 thoughts on “დელიო როსი: ” “იუვე” ყველაზე მეტად გაძლიერდა “

  1. აჰა ეს კაცი რო იტყვის იუვეზე კარგს მოდი და არ დაიჯერო ცხოვრებაში არ უთქვამს იუვეზე ასეთი რამ :lool: არადა როგორ არ მევასება :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.