ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ზენიტმა” პეპეს შესაძენად 10 მილიონი გაამზადა

სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” სიმონე პეპეს ტრანსფერის თაობაზე, “იუვენტუსის” მისამართით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს. რუსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, “ზენიტის” ხელმძღვანელობას იტალიელი გარემარბის შეძენა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოსთხოვა. როგორც იცით, “ბიანკონერიმ” პეპეს უფლებათა სრული პაკეტი 7.5 მილონ ევროდ სწორედ ამ ზაფხულს გაიფორმა. რუსული მხარე კი მზადაა ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ყველას კარგად მოეხსენება ის ფაქტიც, რომ “ზენიტი” “იუვენტუსის” კიდევ ერთი ფეხბურთელის, ლეონარდო ბონუჩის შეძენითაც სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა ტურინული მხარისგან უარყოფილ 8 მილიონიან წინადადებას გაუმჯობესებული სახე მისცეს.

წყარო: Footbll-Italia

18 thoughts on ““ზენიტმა” პეპეს შესაძენად 10 მილიონი გაამზადა

  1. არსად წავა ამ ზენიტმა კიდე მოკეტოს რა
    იუვე ჩეზენა და ბრეშია კი არ არის ეგრე ადვილად ააახიოს ფეხბურთელები !!!! წაიღეს ტვინი რა

  2. ikajuve
    რათქმაუნდა ჩვენ იუვეს ტიტული გაგვიხარდება იმისდამიუხედავად რა ფეხბურთს თამაშობს გგუნდი, ჩვენ ორივე იუვეს გულშემატკივრები ვართ მარა, განსხვავებული ფეხბურთის მოედანზე, შეიძლება გაგიკვირდეს მარა, მირკოს კლასით მოგებულ თამაშს, პეპეს პეპე ბრძოლისუნარიანობით, ბოლომდე დახარჯვით, და თავდაუზოგავი თამაშით, თუნდაც წაგება მირჩევნია, მაინც მაქ იმედი რო კონდე უფრო მეტს ასწავლის პეპეს და გამოადგება იუვეს, ხო გახსოვს პეპეს ნათქვამი, “იუვეში ვიყო და სკამზეც თანახმა ვარო” ასეთი ფეხბურთელები უნდა თამაშობდეს იუვეში

  3. ჯაკერინი ჯობია პეპეს, თან 10 მილიონად რომ გავყიდოთ მოგებას ვნახავთ ამ ტრანსფერიდან, უნდა გავუშვათ..

  4. ikajuve რას ელოდი პეპედან და რა ვერ გააკეთა, ისე შარშან კვალის, მატრის და ალექსას გარდა ფეხბურთი არცერთს არ უთამაშია და ისინიც გასაყრელებია?

    1. ძალიან კარგადაც უთამაშია.. ბევრი თამაშობდა ნორმალურად მაგრამ რამდენიმე პეპესნაირი რო იყო ძირითადში ეგ უკვე ბევრს ნიშნავს, მაგიტო გავედით მეშვიდეზე.

        1. კაცო სხვას რას გადაეკიდე, მე პეპე არ მევასება და ვთვლი რო არ უნდა თამაშობდეს იუვენტუსში. მე რო ვყოფილვიყავი გავაძლიერებდი – დაცვის ორივე ფლანგს, მარცხენა ნახევარ დაცვას, და ერთ მაგარ თავდასხმელს ვიყიდდი, არანაკლებ აგუეროსი და ბენზემასი. გაუშვებდი ერთი შვიდ ფეხბურთელს(ჩამოთვლა მეზარება)

          შესაბამისად გუნდის ძირითად ბირთვს შევინარჩუნებდი. იმიტომ რო ამდენი ხალხის შეცვლა მავნებელია ნებისმიერი გუნდისთვის. მაგრამ ეხლა იმიტომ არაფერს ვამბობ რო პირლო მოიყვანეს, ამ ტრანსფერით იმდენად კმაყოფილი ვარ რო უფლება არ მაქვს უკმაყოფილება გამოვთქვა გუნდის უფროსობის მუშაობაზე ; )

  5. სარშან პეპეს უამრავი შანსი ჰქონდა მაგრამ ვერაფერი ვერ აჩვენა.. გასაგებია მებრძოლია მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა რო იუვეს ფეხბურთელი იყო

  6. არც ერთის გაშვებას არ მივესალმები ამ პირობებით-თუ ჯამში 25 ლიმონი იქნა,მაშინ დაფიქრება შეიძლება, ოღონდ კარგი დაფიქრებაა საჭირო სამომავლოდ ამ ფულის გამოზნულად გამოსაყენებლად…

  7. 11 ტექნიკური მოთამაშე ბარსაში არაა, იმიტო კი არა რო არ ყავთ იციან რო კეიტაც საწიროა მოედანზე, მე ამაზე უფრო მებრძოლი და ჯანიანი ფეხბურთელი იუვეში არ ვიცი, ტქვენ რას ფიქრობთ არაა ასე?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.