ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” რამდენიმე წინადადებაზე ვმუშაობთ “

ვინჩენცო იაკინტას საფეხბურთო აგენტი საკუთარი კლიენტის მომავალზე საუბრობს. sky sport 24 -ს ანდრეა დე ამიკომ საკმაოდ საინტერესო დეტალები გაუმხილა: ” ახლა იმ წინადადებებზე ვმუშაობთ, რომლებიც უკვე მივიღეთ საზღვარგარეთიდან, საფიქრალი ნამდვილად არის. ვინჩენცოს ფასი ყველამ იცის. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ტრავმირებულია, დარწმუნებული ვარ, მისი სატრანსფერო ღირებულება გადაჭარბებული არაა. “იუვენტუსს” ძალიან ძლიერი თავდასხმა ჰყავს, ვიტყოდი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. წინასასეზონო მზადება იაკინტამ კარგად დაიწყო, თუმცა ძველი ტრავმის რეციდივმა პრობლემები შექმნა. ჩემი კლიენტი ტრავმირებულია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობს. დავიცადოთ და ვნახოთ, ვის დატოვებას გადაწყვეტს ანტონიო კონტე. ” -აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

წყარო: tuttojuve

6 thoughts on “აგენტი: ” რამდენიმე წინადადებაზე ვმუშაობთ “

  1. ჩემი კლიენტი ტრავმირებულია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობს

    იქნებ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყიდოს ვინმემ :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.