ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი:”ამაური ტურინში რჩება”

ამაურის აგენტი, ჯამპიერო პოკეტა ამბობს, რომ მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, მისი კლიენტი “იუვენტუსში” დარჩება. იტალო-ბრაზილიელმა თავდამსხმელმა უარი განაცხადა “პალერმოში”, “პარმაში”, “მარსელში”, “გალათასარაიში”, “ფენერბახჩესა” და “ტრაბზონსპორში” გადასვლაზე. პოკეტამ Sky Sport  -ს ინტერვიუ მისცა:”ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, უნდა თუ არა რომელიმე კლუბში ასპარეზობა. მადლობა ყველას დაინტერესებისათვის, მაგრამ ჩემს კლიენტს “იუვენტუსში” დარჩენა სურს. ამაურის უნდა, რომ დაიბრუნოს სათამაშო ფორმა ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომითა და ვარჯიშით. მას უფელბა აქვს ივარჯიშოს იმ გუნდში, ვისთანაც კონტრაქტი აკავშირებს.” – განაცხადა პოკეტამ.

წყარო: Football-Italia

30 thoughts on “აგენტი:”ამაური ტურინში რჩება”

  1. რა უცნაური ხალხი ვართ, მახსოვს ადრე ბევრს უნდოდა ამაურის იტალიის ნაკრებში რომ ეთამაშა, ახლა კიდევ რას არ ეძახიან.. იუვეს ფული ჩვენი ჯიბიდან ხომ არ მიდის, არ დააქცევს ეგ ფული კლუბს, ძალიანაც კარგია თუ დარჩა. კონკურენცია მხოლოდ წაადგება როგორც გუნდს, ისევე ფეხბურთელს

    1. ამაურის იტალიის ნაკრებში გამოძახებას რო აპირებდნენ სიცილით ვკვდენოდი.. თან მიკვირდა ნუ თუ ეგრე გაუჭირდა გუნდს რო ამაურის ეჭალიჭება მეთქი.
      საბოლოო ჯამში ვერ გაამართლა, რაც თავიდანვე ნათელი იყო.
      მე თავიდანვე არ მიმაჩნდა ამაური იტალიია ნაკრების გადამრჩენელად.

      1. ნუ ეხლა არ უნდა დავუკარგოთ ის რომ ძალიან მაგრად დაიწყო იუვენტუსში , ძალიან კარგად თამაშობდა პალერმოში და იმ პერიოდში იყო კრიზისი აძურიში ფორვარდის

        ჯილარდინოს იმედზე ყოფნას ამაურის მოყვანა ჯობდა

        1. პალერმოს ამაური მართლაც სულ სხვა იყო. ეხლანდელთან შედარებით გამხდარი და სწრაფი იყო. და რაც მთავარია შედეგიანი. იუვეშიც კარგად დაიწყო. მაგრამ სულ მალე გამოჩნდა რო ერთ დონეზე თამაშს ვერ შეძლებდა. იუვეში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. რაც ამაურიმ ვერ შეძლო

  2. ხელფასს ვინ აძლევდა განათხოვრებული რომ იყო სხვაგან :blin: ძალიან კარგი რომ დარჩა ამაური.. თუ ათამაშდა ხეხონ მერე სკამები სხვებმა… კარგი არ უნდა დაივიწყო, ბევრჯერ დაეხმარა მან გუნდს და ბევრი თამაში მოაგებინა.. მერე რა თუ ფორმიდან ამოვარდა? ეგ ყველას ემართება… ვნახოთ რას იზამს…ესეიგე იმიტომ დატოვეს რომ ენდობიან, თუ ვერაფელი გაუშვებენ ზამთრის ტრანსფერებზე…აბა სხვა უკეთესი (აგუერო და სხვა…) არ მოდიან არ უნდათ ეს იტალიური ფეხბურთი.. :forza: :forza: :forza: :forza:

  3. nba-ში ერთ კალათბურთელზე მაქვს გაგებული(სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს) ერთხელ ტრავმა მიიღო და თურმე ექიმებს ეუბნებოდა – გეხვეწებით დროზე მომარჩინეთ თორე თავს უხერხულად ვგრძნობ, ხელფასს ვიღებ და გუნდს ვერ ვეხმარებიო.. ნეტავი ამაურის ასეთი რამე არ აწუხებს?!?!?! უკვე რამდენი ხანია გუნდისთვის გრამი საქმე არ გაუკეთებია და ასე უნამუსოდ იქცევა.. გასაგებია მომგებიან სიტუაციაშია კონტრაქტის მიხედვით კაი პონტშია.. მაგრამ სუფთა ადამიანური გაგებით ტიპი გაღორების ზღვარზეა მისული, სუფტა ხამივიტ იქცევა :down: :down:

  4. ჩემს ავატარზე რო ბიჭებია იმათ დაუძახოს მაროტამ და გაიწმინდება იუვენტუსი ყველანაირი ნეჩისწისგან :lool: :gvishvele:

  5. ეჰჰ. ეხა პიაზონის ამბებს ვიხსენებდი არქივში :blin: თავის დროზე იუვემ
    რონალდოზე თქვა უარი ბევრ ფულს ითხოვენ მაგაშიო და დღეს მს საუკეთესოა :blin:

    1. პიაზონი ისეთ ლიგაში წავიდა სათამაშოდ სადაც მისი გაბარიტების ფეხბურთელბს საერთოდ არაფერი არ ესაქმება

      1. საერთოდ, ბრაზილიელები თამაშობენ ესპანეთში და იტალიაში.. სხვაგან გაბრწყინებული ბრაზილიელი მერ არ მინახია :bicho:

  6. არცერთი ადამიანი არ იტყოდა უარს თავისით იმ ხელფასსზე , რასაც ეს იღებს

    ამიტომ ამაურის გაკრიტიკება სისულელეა !

    მთავარი პრობლემა იყო სეკოში , გამდმოჰყავდა არაფრის მაქნისები და უნიშნავდა ასტრონომიულ თანხებს

  7. აი ნაღდი სულით და გულით იუვენტუსელი კაცი რააა

    არსად არ მიდის მიუხედავად ფიერიული დასასრულს მიახლოებული კარიერისა

    გოლების მანქანა ხო იყო სულ ეხლა უბრალოდ ტრამვებმა და სიბერემ მოუწია თორე კლასია

    მიდი ენცოს არანტე დონასიმენტუ მიდიიიი ჩვენ შენი იმედი გვაქვს 20 გოლი ხუთი წლის წინ რო დაგვპირდი კიდე გავხსოვს ….

    1. ეგ დაპირება პროცენტიანი იყო . თიბისი ბანკმა სესთავაზა დაპირების 20 % იანი განვადება და იმის მერე იმდენი დრო გავიდა გძეტა 40 გოლი აქვს ვალად :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.