ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: ” სეზონის სტარტისთვის მზად ვართ “

ანდრეა ანიელი სატრანსფერო კამპანიას აჯამებს. ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია, თუმცა კონკურენტების სიძლიერეს აღიარებს: ” ახალი სეზონისთვის მზად ვართ, სატრანსფერო კამპანია ბეპე მაროტასა და ანტონიო კონტეს ლოგიკური იდეების მიხედვით წავრმართეთ. მშვენივრად ვიცით, რომ რამდენიმე გუნდს რაღაც ჩვენზე მეტი აქვს, თუმცა თუ 105 და თუნდაც 110 პროცენტით დავიხარჯებით, საკუთარ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. რაც შეეხება ახალ სტადიონს, მისით ახალი ერა იწყება, ვამაყობთ, რომ ეს ინვესტიცია ჩავდეთ. ამ რთული პერიოდის განმავლობაში ის ნამდვილად დაგვეხმარება. ამ პროექტის გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, შემდეგი ხუთი-ექვსი წლის  განმავლობაში ის სხვა იტალიურ კლუბებზე ჩვენი უპირატესობა იქნება. ” -აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსისთვის” სეზონი სწორედ ახალ სტადიონზე “პარმას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრით დაიწყება.

წყარო: football italia

5 thoughts on “ანიელი: ” სეზონის სტარტისთვის მზად ვართ “

  1. რაღაც წინა სეზონში ისეთი პრინციპული თამაშები წაააგეს სამარცხვინოდ რო მგონი გაყიდეს ამ აფერისტებმა ყველა პრინციპული მატჩი ტო,იმედია ეს სეზონი წარმატებული იქნება !!!!!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.