ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამაურის შესაძლოა 11 ნომრიანი მაისური ჩამოართვან

მას შემდეგ რაც კარვალო ამაურიმ , უარი განაცხადა დაეტოვებინა ტურინული გრანდი , მის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სადისციპლინო ღონისძიებები ხორციელდება . Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით , იტალო/ბრაზილიელმა ფორვარდმა , შესაძლოა საკუთარი 11 ნომრიანი მაისურიც კი დაგარკოს , რომლითაც წარსულში ლეგენდარული პაველ ნედვედი ასპარეზობდა . ნომერი შესაძლოა ან ელჯერო ელიას , ან მარსელო ესტიგარიბიას გადაეცეს . სხვათაშორის , ორი წლის წინ ანალოგიური რამ მადრიდის რეალმა განახორციელა უესლი სნეიდერის წინააღმდეგ , რითაც ჰოლანდიელი ფეხბურთელი იძულებული გახადეს მილანის ” ინტერში ” გადასულიყო .

წყარო : Gazzetta dello Sport

19 thoughts on “ამაურის შესაძლოა 11 ნომრიანი მაისური ჩამოართვან

  1. კრასიჩი საერთოდ შეიძლება, ესტიგარიბიამ ამოაგდოს ) ყოველ შემთხვევაში პარაგვაიში კარგი შთაბეჭდილება დათოვა, იმედია იუვეშიც წაუვა თამაში. თუ ამოაგდებს მე ამას მხოლოდ მივესალმები ) :kenwvla:

  2. კრასიჩს ჩააცვით დიდი ლეგენდის ნომერი არენდით მოსულ ესტიგარიბიას როგორ უნდა ეცვას ტოო :blin: ელია კიდევ პარაგვაელზე უკეთესი სიტუაციაა, მარცხენა გარემარბია გუნდთან სრულუფლებიანი კონტრაქტი აქვს..

    მე ყველაზე მეტად კრასიჩზე ან კვალიარელაზე ვისურვებდი :up:

  3. 11 ნომერი კრასიჩს მოუხდებოდა. ვიზუალურად ხომ ჰგავს ნედვედს (შორიდან მაინც). მატრის კიდევ 9 ნომერს მივცემდი. ამაურის და იაკინტას კი დიდ მადლობას გადავუხდიდი მოედანზე დაღვრილი ოფლისთვის და გავუშვებდი სადღაც შორს, ცხრა მთას იქით, ახალი თავგადასავლების საძებნად. მანამ კი ორივეს ბრწყინვალე 11-ის თავდასხმაში მივუჩენდი ადგილს. ნამდვილად იმსახურებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.