ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” საბედნიეროდ, ჩემი დარტყმული კარში წავიდა “

ნამდვილ ჩემპიონზე მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე ნაჩვენები შედეგები როდი მეტყველებს. ასეთები მოედანს გარეთაც გამოირჩევიან. გატანილ გოლს არტურო ვიდალი ჩილეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 21 თანამემამულის ხსოვნას უძღვნის, ბორტზე მყოფთაგან გადარჩენა ვერავინ მოახერხა: ” გატანილ გოლს გარდაცვლილ ჩემს თანამემამულეებს ვუძღვნი, ასევე მათ ოჯახებს, რომლებიც ახლა გლოვობენ. რაც შეეხება თამაშს, ამ სტადიონზე ასპარეზობა, ასე ახლოს ყოფნა გულშემატკივართან ბრწყინვალე გრძნობაა. ტიფოზები მთელი შეხვედრის განმავლობაში გვიჭერდნენ მხარს, ეს ენერგიული ხალხია, რომლებსაც მუხტის გადაცემა შეუძლიათ. ეს გაიძულებს მაქსიმალურად დაიხარჯო მოედანზე. დებიუტითა და გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი წამიერად მოხდა, ბურთი მკერდით მივიღე და მთელი ძალით დავარტყი. საბედნიეროდ, ბურთი კარში წავიდა. იმედია, კიდევ უფრო მეტის გატანასა და გუნდის დახმარებას შევძლებ. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

16 thoughts on “ვიდალი: ” საბედნიეროდ, ჩემი დარტყმული კარში წავიდა “

  1. ვიდალის დიდი იმედი მაქვს,ლევერკუზენში ზღაპრული სეზონი ქონდა:9 გოლი და 10 საგოლე პასი,მაგ სტილის ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე შედეგია,დარწმუნებული ვარ,რომ სულ ასე ძლიერად ითამაშებს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.